ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვალის და დეფიციტის შემცირება - 2021-ის გამოწვევა
24 დეკემბერი, 2020, 18:39
ვალის და დეფიციტის შემცირება - 2021-ის გამოწვევა

თბილისი (GBC) - ივანე მაჭავარიანი: 2021 წლის და არა მარტო 2021 წლის, არამედ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის და ბიუჯეტისთვის მთავარი გამოწვევა იქნება გაზრდილი ვალი და გაზრდილი დეფიციტი, -  განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლის შემდეგ დაიწყოს დეფიციტის მნიშვნელოვანი შემცირება. 

 

"იცით, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვალის შემცირებისთვის.  ეს არის გადამწყვეტი და ეს არაერთხელ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა,  რომლის საფუძველიც ფისკალური დისციპლინაა არის გადამწყვეტი. ეს არის ჩვენი კეთილდღეობის და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე მთავარი წინაპირობა, რომ არ გაუარესდეს მაკრო პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერი ეკონომიკის, მაღალი კულტურისა და დიდი ისტორიის ქვეყნებმა (საბერძნეთი, ლიბანი) საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი არ იმართებოდნენ სწორად, ფისკალური და მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, რამაც ისეთი ზიანი მიაყენა მათ, რომელსაც მინიმუმ ერთი დეკადა დასჭირდება, რომ მოხდეს ვითარების რეაბილიტაცია და აღდგენა. რასაკვირველია,  ჩვენ ეს არ გვემუქრება, არ გვემუქრება არცერთ შემთხვევაში, თუმცა უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. კიდევ გიმეორებთ, ჩვენი ამ წლის დეფციტი არის 9%  რაც უკიდურესად მაღალია, მაგრამ ადეკვატურია პანდემიის გამოწვევებთან მიმართებაში. შემდეგი წლის დეფიციტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, არის 7,5% რაც ასევე მაღალია და უკვე 2022 წლიდან  ჩვენ უნდა დავიწყოთ მკვეთრი დაღმასვლა, რათა შევინაჩუნოთ მაქსიმუმ 3%-იანი მაჩვენებელი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

თბილისი (GBC) - ლარი მერყეობს. 23 დეკემბერს ვაჭრობა  $1/3.2684 ₾ კურსით დაიწყო და $1/3.2704-მდე გაუფასურდა. მიმდინარე  კვირაში ყველაზე მყარი ორშაბათს იყო $1- ₾2660 გამყარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები