| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ე.წ. საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა, შესაძლოა გაუქმდეს გიორგი გახარიას განცხადებით, საგადასახადო შეთანხმების მანკიერი პრაქტიკა ან უნდა გადაიხედოს, ან სრულად უნდა გაუქმდეს. პრემიერ მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საგადასახადო ჩარჩო წესრიგშია და არსებობს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილმა ბიზნესმა, საგადასახადო ვალების დაგროვების შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს. შესაბამისად, ამ მექანიზმის არსებობის საჭიროება აღარ არის.
“მოგვიწევს განვიხილოთ საგადასახადო შეთანხმებების მანკიერი პრაქტიკა. დადგა დრო რომ მისი როგორც სახელმფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ფორმის გადახედვაზე ან გაუქმებაზე დავიწყოთ ფიქრი“, - ამბობს გიორგი გახარია.
კერძო სექტორი საგადასახადო შეთანხმების პრაქტიკის სრულად გაუქმებას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ ხშირად, ეს კომპანიის გადარჩენის გზაა.
საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელებისთვის, რომლებსაც, სახემწიფოს მიმართ, საგადასახადო ვალი დაუგროვდათ, გადასახადებისა და სანქციების შემცირებას ან გადავადებას ითვალისწინებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss