| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - უცხოელი ინვესტორისათვის სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვის საკითხს, მთავრობა სპეციალური დადგენილებით მიიღებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის თქმით, მესაკუთრეობის შესაძლებლობას საინვესტიციო შეთავაზება განსაზღვრავს, ინვესტიციის მოცულობა და პროექტი, რომელსაც მიწის მართვის სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს და მთავრობას, ვიზირებისთვის მიაწვდის.
„უცხოელ ინვესტორს ქართველი ფერმერისგან მიწის შეძენა თუ მოუნდება, შესაძლოა საინტერესო საინვესტიციო წინადადების შემთხვევაში ამის უფლება მიეცეს. ყიდულობენ მიწას მერე არ ეწევიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობას და ელოდებიან მიწის გაძვირებას“ - განაცხადა ხანიშვილმა.
მოქმედი კანონმდებლობით, უცხოელ ინვესტორს სასოფლო სამეურნეო მიწის 49 წლიანი იჯარით სარგებლობის უფლება აქვს.
გამოუყენებელი მიწის უცხოელი მფლობელის 20 000-30 000 ლარით დაჯარიმების ინიციატივა 2019 წელს ოთარ დანელიას (აგრარული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე) ჰქონდა, თუმცა კანონამდე არ მისულა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss