| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დეფიციტი მშპ-ს 7.6%-მდე და მთავრობის ვალის ზრდა მშპ-ს 60.1%-მდე უქმნის თუ არა საფრთხეს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას?, - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმდომარემ, სებ-ის პრეზიდენტს, 2021-2023 ფულად საკრედიტო პოლიტიკის წარდგენისას, კიდევ რამდენიმე მაჩვენებელზე ჰკითხა, -
ინფლაციის 3% თარგეთი, რამდენად რეალურია, თავად წლის ბოლოსთვის გაცილებით მეტს ელის;
ასევე აინტერესებს დოკუმენტში აღნიშნული საშუალოვადიანი პერიოდი 3 წელს გულისხმობს, 5 -ს თუ 10 წელს;
ირაკლი კოვზანაძემ ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში მომავალი წლის ინტერვენციების საჭიროებაზეც ჰკითხა;
თქვა, რომ ასეული მილიონის ხარჯვა გახდება საჭირო და იკითხა სებ-ის რას აპირებს;
დაინტერესდა მონეტარული პოლიტიკით (მპ). აღნიშნა, ხომ არ ჯობდა სებ-ს დეკემბრის კომიტეტზე, რომ განაკვეთი უკვე გაეზარდა
კობა გვენეტაძემ დეფიციტზე პასუხისას მოიხმო ფისკალური ხელისუფლების გადაწყვეტილება, სოციალური და ჯანდაცვის ხარჯების აუცილებლობაზე, მოქალაქეების გადასარჩენად. ასევე დაბალი დეფიციტისუპირატესობაზე (კურსზე და ინფლაციაზე წნეხის შემსუბუქების გათვალისწინებით), რაც პანდემიის მძევლობის პირობებში ძნელად მისაღწევია. თუმცა შეუძლებლადაც არ მიაჩნია, შემოსავლების ან ხარჯების ოტიმიზაციის ხარჯზე.
ხომ არ იყო მონეტარული პოლიტიკა უკვე გასამკაცრებელი, გვენეტაძემ კოვზანაძეს უპასუხა, რომ ალბათ არა. სებ-ის პრეზიდენტი ზომიერ გამკაცრებისკენ იხრება. სებ-ი ფაქტიური (3.8%) და პროგნოზირებული ინფლაციით ხელმძღვანელობს. გაისად მაღალ ინფლაციასაც არ ელის. თქვა, რომ განაკვეთის აწევა პანაცეა არ არის. ამ დროს სასესხო განაკვეთიც იწევს, რაც ისედაც შენელებულ ეკონომიკას, ბიზნესს არ წაადგება. მისი თქმით სებ-ი ცდილობს ისე დააბალანსოს, მოთხოვნის ვარდნამ ინფლაცია ძალიან არ დაწიოს და არ მისცეს გაცვლით კურსს და მიწოდების ჯაჭვს აწიოს.
კობა გვენეტაძემ ინფლაციაზე უპასუხა, რომ კრებსით მაჩვენებელს არა სებ-ი, სტატისტიკის კომიტეტი, საერთაშორისო მეთოდოლოგიით ადგენს. და შეუძლებელია მონეტარულმა პოლიტიკამ რომელიმე პროდუქტის ან ჯგუფის თარგეთირებულად შემცირებაზე იმუშაოს.
კომიტეტის სხვა წევრებმა ზარქუამ და ლილუაშვილმა ჩათვალეს, რომ საგნობრივი კითხვების ნავცლად, ამომრჩევლის გასანათლებელი კითხვები უნდა დაესვათ.
გვენეტაძემ უპასუხა, რომ 3% - ინფლაციის საშუალოვადიანი პერიოდის მაჩვენებალია აკადემიურად საბუთთება. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით მაღალი დონე, პროდუქტიულობის უფრო მაღალი ზრდით აიხსნება, რაც სწრაფად მზარდ ვაჭრობად სექტორებს უკავშირდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss