| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -კობა გვენეტაძემ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე 25% სარეზერვო მოთხოვნის შემციებაზე, დეპუტატ ირაკლი ზარქუას, შეთავაზებულ წინადადებაზე,უპასუხა, რომ მაღალი დოლარიზაციის პირობებში ნებისმიერი სავალუტო წახალისება ქმნის რისკებს.
სავალუტო სესხების წახალისება, სამომავლოდ დოლარზე მოთხოვნის ზრდას განაპირობებს. შესაბამისად სავალტო სესხი გაცემისთანავე ქმნის ლარის გაუფასურების რისკებს.
დეპუტატს უპასუხა, რომ სავალუტო ვალდებულებების გასტუმრების რესურსი ბანკებს ისედაც აქვთ, სექტორში ლიკვიდობა მაღალი.
შესაბამისად ამ მოტივით, სავალდებულო მოთხოვნის შემსუბუქება მიზანშეუწონელია.
საფინანსო ბაზარი სხვაგვარად ფიქრობს. მაგ: TBC კაპიტალს მიაჩნია, რომ გამორეზერვება დეპოზიტის პროცენტის დაწევას წაახალისებს, რაც სასესხო განაკვეთებზეც აისახება. არც ეს არის ბოლომდე სარწმუნო. თუ არ აისახა, მაშინ ბანკის არგუმენტიც გრძელვადინ პერიოდში გადაცემა იქნება. დაველოდებით ასახვას და ამასობაში სესხი ისევ გაძვირდება და ასე ....
საფინანსო სექტორი რამდენიმე თვეა უთვლის ზედამხედველს, მეტი და მეტი ინტერვენციები გამოუშვას და სარეზერვო მოთხოვნის შემცირება, რომ სასარგებლოა.
სებ-ის პრეზიდენტი, რამდენიმე თვის წინ, ნორმი 30%-დან 25%-მდე შემცირებასაც არ მიიჩნევს მიზანშეწონილად დღევანდელი გადასახედიდან.
მისი თქმით, თუ მოკლევადიან პერიოდში დავიცავთ გაცვლით კურსს საშუალვადიან პერიოდში, საით წასვლიგანაც დავიცავით მაინც იქ წავა. თუ პოპულისტური ნაბიჯები მივიღეთ მოკლევადიან პერიოდში, გამოვეკიდეთ კურსს და დავიცავთ, არ იქნება მდგრადი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss