| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - იაპონური საავტომობილო კორპორაციამ Toyota Motor დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნისა და საფრანგეთში ერთი საწარმოს გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება გახდა. ტელეარხის NHK ცნობით, ამ საწარმოების თანამშრომლებს ვადაზე ადრე გაუშვებენ საშობაო არდადეგებზე.
ქარხნები, უპირველესად, ტრანსპორტთან
დაკავშირებული პრობლემების გამო ჩერდება, რაც დიდ გავლენას ახდენს მზა პროდუქციისა
და საკომპლექტაციო დეტალების გადაზიდვაზე. კერძოდ, შეჩერებულია შამანშის სრუტის
გვირაბში სარკინიგზო და საავტომობილო მოძრაობა.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა
მეთ ჰენკოკმა 14 დეკემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი
გამოავლინეს. ეს ვირუსი მანამდე ცნობილ შტამებთან შედარებით 70%–ით სწრაფად
ვრცელდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss