ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
EIB და პროკრედიტი 10 მლნ ევროთი დაუჭერენ მხარს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დასაძლევად
22 დეკემბერი, 2020, 10:34
EIB და პროკრედიტი 10 მლნ ევროთი დაუჭერენ მხარს საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს, კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის სწრაფად დასაძლევად

თბილისი (GBC) - ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელიც ევროკავშირის დაკრედიტების ჯგუფი, 10 მილიონ ევროს გამოყოფს პროკრედიტ ჯგუფს, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი საკრედიტო ხაზის შეთავაზების მიზნით, რაც კომპანიებს COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფ დაძლევაში დაეხმარებათ. საკრედიტო ხაზების მიღება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა, მათ შორის ადგილობრივ ვალუტაში.


აღნიშნული ინვესტიცია 55 მილიონ ევროს ოდენობის საკრედიტო ხაზზე პროკრედიტ ჯგუფთან გაფორმებული რეგიონალური ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც გულისხმობს მსგავსი საკრედიტო ხაზის გამოყოფას  მოლდოვასა (20 მილიონი ევრო) და უკრაინისთვის (25 მილიონი ევრო). ყოველივე ეს მიმართულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისკენ.

 

ეს რესურსი საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას უზრუნველყოფს, მიმდინარე პანდემიის გამო საბრუნავ კაპიტალთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი ასევე განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ საბანკო სექტორს და მეტ შესაძლებლობებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშესაწყობად.


ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ტერეზა ცერვინსკამ, რომელიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს, განაცხადა: Team Europe აგრძელებს აღმოსავლეთ სამეზობლოში ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მხარდაჭერას, ამ რთულ პერიოდში პანევროპული სოლიდარობის განმტკიცებით. ჩვენ შევქმენით დაფინანსების ახალი წყაროები იმ დროს, როდესაც აღნიშნულ რესურსს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. გვსურს მომავალში გავაფართოვოთ ეს პარტნიორობა, რათა კიდევ უფრო მეტმა შეძლოს  მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერით სარგებლობა.


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის დროს. ევროკავშირმა უზრუნველყო საქართველოსთვის უპრეცედენტო 1,5 მლრდ ლარის მობილიზება COVID-19 დახმარების პაკეტის  ფარგლებში, რომლის ფუნდამენტური ნაწილია ბიზნესის ეკონომიკური აღდგენა. ევროკავშირის ბანკის მხრიდან ამ თანხების გამოყოფა აღნიშნულ კომპონენტს აძლიერებს და მეტ დახმარებას უზრუნველყოფს ადგილობრივი ქართული ბანკების მეშვეობით. ამ ხელშეკრულების საშუალებით, საქართველოს უფრო მეტ მცირე და საშუალო საწარმოს ექნება ფინანსებზე წვდომა, ასეთ გამოწვევებით სავსე პერიოდში.


პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიის ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის მენეჯმენტმა განაცხადა:


„ჩვენს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან, როგორიცაა ევროპის საინვესტიციო ბანკი, დამყარებული კარგი ურთიერთობების წყალობით, ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ შევძელით მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტური მხარდაჭერა. ევროპის საინვესტიციო ბანკის აღნიშნული საკრედიტო ხაზები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებს დაეხმარება  მოკლევადიანი ლიკვიდურობის დეფიციტის დაძლევაში და ხელს შეუწყობს ეროვნულ ვალუტაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ახალ ბიზნეს შესაძლებლობებსა და პოტენციალს შექმნის და უახლოეს წლებში ეკონომიკის გაჯანსაღებას განაპირობებს. დარწმუნებულები ვართ, რომ საკრედიტო ხაზები წაახალისებს კლიმატისთვის უსაფრთხო, ასევე სოციალურად და ეკოლოგიურად მდგრადი ინვესტიციების განხორციელების კუთხით აუცილებელ სტრუქტურულ ცვლილებებს.“


პროკრედიტ ბანკი საქართველოს მენეჯმენტმა განაცხადა:


პანდემია დიდი გამოწვევა იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. ქვეყანაში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსურ რესურზე ხელმისაწვდომობა, რათა მათ შეძლონ კრიზისით გამოწვეული სიძნელეების გადალახვა, ზრდა და განვითარება. 10 მილიონი ევროს ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც ევროპის საინვესიტიციო ბანკის საკრედიტო ხაზის ფარგლებში საქართველოსთვის გამოიყო, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ადგილობრივი  კომპანიებისთვის. ამ რესურსით პროკრედიტ ბანკი შეძლებს უფრო მეტ  მცირე და საშუალო ბიზნესს გაუწიოს ფინანსური მხარდაჭერა,  შედეგი კი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. პოზიტიურად ვუყურებთ მომავალს და გვჯერა, რომ კრიზისულ პერიოდს ერთიანი ძალებით და თანმიმდევრული ნაბიჯებით მალე დავძლევთ.”


Team Europe: პანევროპული სოლიდარობის განმტკიცება კრიზისულ პერიოდში


ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია ხორციელდება Team Europe-ის COVID-19–ზე რეაგირების ფარგლებში და მხარს უჭერს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს მდგრად სოციალურ და ეკონომიკურ გაჯანსაღებას. ეს მექანიზმი აძლიერებს როგორც მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე საშუალო საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს, რომლებიც ეროვნული ეკონომიკის ხერხემალია და დასაქმების ძირითადი წყაროა სამ ქვეყანაში.


ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი გარანტიებით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიცია პროკრედიტ ჯგუფს საშუალებას აძლევს გაზარდოს საკრედიტო საქმიანობა, ადგილობრივი საფინანსო სექტორების გრძელვადიანი სტაბილურობის ან გრძელვადიან პერსპექტივაში პანდემიიდან ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.


საკრედიტო ხაზები კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ COVID-19-თან დაკავშირებული საგანგებო ზომების ფარგლებში არსებული უფრო მოქნილი პირობების გამო. ეს საგანგებო ზომები Team Europe-ის მხრიდან პანდემიის დროს აღმოსავლეთ სამეზობლოში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის ღონისძიებების ნაწილია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები