| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - როგორ მოვიწყოთ თბილი სახლი, ქართული კლიმატ კონტროლით, იაფად და უსაფრთხოდ , ყველგან, სადაც გვინდა, თბილისში , ბაკურიანში თუ ქედაში, - რადიო „ჩვენებურმა“ ინოვაციური ქართული აპლიკაციის გამომგონებელს უმასპინძლა, „თერმოსტატის“ შემქმნელ „მოსტატს“, რომელმაც ჯადოსნული ყუთი 2017 წელს შექმნა და წელს, პანდემია რომ არა ახალ პროდუქტსაც გაუშვებდა.
„ჩვენებურის“
- თოქ-შოუში „მომავალი თაობის ბიზნესი“ „ელიენ გრინის“ (ბრენდული სახელწოდებით
„მოსტატის“) დამფუძნებელმა თათა კოზმავამ გათბობის
ქვაბზე თერმოსტატის დამონტაჟების და აპლიკიით
სარგებლობის ყველა პროცედურა მარტივად ახსნა.
მოწყობილობა ისეთი ჭკვიანია, რომ მისი მართვისთვის დამატებითი განათლება და კონსულტანტების დაქირავება არ არის საჭირო. ყველა ასაკის მომხმარებელს შეუძლია ტემპერატურის აწევ-დაწევა. კოზმავამ რადიო ეთერში მისი ასაკოვანი მშობლების მაგალითი მოიხმო, როგორ არეგულირებენ სითბოს,აპლიკაციით, უპრობლემოდ.
მოწყობილობის მთავარი დანიშნულება კომუნალური ხარჯის 39%-მდე დაზოგვაა. ის, 2017 წლიდან პირვანდელ ₾349 ფასს ჯერჯერობით ინარჩუნებს და თუ არ ვიჩქარეთ, გაისად შესაძლოა გაძვირდესკიდეც, რადგან ლარის მერყეობის პირობებში „მოსტატს“ სავარაუდოდ ფასის შენარჩუნება გაუჭირდება.
თუმცა, თუ ვერ მოვასწრებთ, მაინც არაუშავს, რადგან თათა კოზმავამ „ჩვენებურს“ უთხრა, რომ მოწყობილობა განახლებისას ახალი ფუნქციებითაც დაიტვირთება და უფრო დაიხვეწება.
თერმოსტატი, მეგობრების მოფიქრებულია, როგორც ყველა სასარგებლო ნოვაცია. კოზმავა და მისი სამეგობრო ხარჯდამზოგ გამოსავალს ერთად ეძებდნენ. გაზის საფასური შეემცირებინათ, ისე რომ სითბოც არ მოკლებოდათ. ჯერ მხოლოდ თავისი საჭიროებისთვის ფიქრობდნენ. ბიზნესად რომ აქცებდნენ ვერც წარმოედგინათ. მაგრამ თავიდანვე არა სამოყვარულო პრინციპებით, არამედ ბიზნესუარდ მიუდგნენ და გამოუვიდათ კიდეც.
პროექტი მთელ რიგ პროცედურას მოითხოვდა, პირველ რიგში ბაზრის შესწავლას. „ ერთია შენ სამეგობროს რომ უნდა და სჭირდება და მეორეა მომხმარებელს რამდენად სურს. მაგრამ გამოვიდა, რომ ჩვენ დროს გავუსწარით.ხალხი გამოსავალს ეძებდა, მაგრამ არ იცოდა როგორ“, - თათა კოზმავამ, აღნიშნა, რომ შესწავლა-მომზადება-ანალიზს 1 წელი დასჭირდა.
თავდაპირველად კუსტარულად დაამზადეს, თუმცა გამოცდილ
პარტნიორთან , „პიკტეკთან“ერთად. არ გადაუხვევით პრიორიტეტისთვის- მარკეტინგის და ბიზნესის ყველა წესის თანმიმდევრულად დაცვა.
პირველმა მოწყობილობამ ხარჯის
27% -იანი დაზოგვა რომ აჩვენა, მაშინ
დაიწყეს იდეის ბიზნესად ქცევა. მალევე ტექნოპარკის ₾5 000 გრანტი მოიგეს და
პროტოტიპირება დაიწყეს.
მოწყობილობის ექსპლუატაციაზეც თავიდანვე იფიქრეს „ხვალ რომ რამე გაუფუჭდეს რა უნდა ქნას მომხმარებელმა. გათბობის ქვაბიც არ არის იაფი და შესაბამისად თადარიგი დასაჭერი იყო. ამასთან იდგა ინსტალაციის სიმარტივის აუცილებელი საჭიროება“, - თათა კოზმავას თქმით, ამის შემდეგ შეუდგნენ ხანგრძლივვადიან ტესტირებას, რომ ყველა შესაძლო ხარვეზი გამოერიცხათ.
კოზმავამ სერიულ წარმოებაზე გადასვლის და ინვესტორის მოძიების სირთულეზეც აღნიშნა, თუმცა როცა ამბიციური წარმოებისთვის მზად ხარ მიზანს აუცილებლად მიღწევ.
მარკეტინგის სპეციალისტმა თავისი "შეცდომაც" აღიარა, რაც პროდუქტის შეფუთვას ახლდა. „მომხმარებელს ვუხსნიდით რომ გვაქვს თერმოსტატი, მაგრამ არავინ იცოდა მოწყობილობის დანიშნულება“, - 1 თვიანი კომუნიკაციური ხარვეზი პროდუქტის ზედმეტი სიყვარულით იხსნება. როცა შენი შექმნილი შვილივით გიყვარდება და რეალობის შეგრძნებას კარგავ. თქვა, რომ თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ის ახერხებდა „ცივი გონებით „ მოქმედებას. მალევე გადაერთო პოტენციური მომხმარებლისთვის იმის ახნაზე თუ რა შეუძლია „თერმოსტატს“ და რა მარტივია სხვისი დახმარების გარეშე მართვა.
„მაგრამ შეცდომების გარეშე არაფერი ხდება.მთავარია დროულად შეცვალო“ - კოზმავა ამბობს რომ ლიდერის პოზიციების შენარჩუნების ამბიციური სურვილიც აქვს, რაც ასვე ალბათ იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობებმა მიზანი გაამართლა. კოზმავას თქმით, საბაზრო უპირატესობას განაპირობებს სხვაზე უკეთ იცოდე რა უნდა მომხმარებელს, რომელსაც 24/7 ემსახურება, ნებისმიერ კითხვას, უხერხულსაც კი პასუხობს. ამასთან აქვს ყველაზე მთავარი - ფულადი რესურსი. სტარტაპს, ₾100 000 -ის მსოფლიო გრანტიც მოგებული აქვს.
მეტი >https://aliengreen.ge/ka/about-us/
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss