| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ირაკლი ბაბუხადია: 2018-2020 წლებში ჯივიპიმ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განვითარების მიზნით
როგორც
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბაბუხადიამ განაცხადა -
2018-2020 წლებში ჯივიპიმ წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა. 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად შემცირდა მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხი.
მისივე
თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.
,,ბოლო სამ
წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა
წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების
მიზნით. ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით”- აცხადებს ირაკლი ბაბუხადია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss