ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პრივატიზაციით ₾124 მლნ მობილიზდა
21 დეკემბერი, 2020, 12:10
პრივატიზაციით ₾124 მლნ მობილიზდა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას ასევე ხელს შეუწყობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების მაქსიმალური ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას.

 

მისი თქმით, 2019 – 2020 წლებში ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის პროგრამა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, როდესაც პარალელურ რეჟიმში 100 საპრივატიზებო აუქციონი ტარდებოდა.

 

„ამ პროგრამამ საკმაოდ წარმატებით იმუშავა. პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესაქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, ასეთი გამჭვირვალე და მარტივი ელექტრონული პლატფორმების შექმნის შედეგად, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მლნ ლარის მობილიზება მოხერხდა. ასევე, პარლამენტის მხარდაჭერით გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა, როდესაც შეირწყა ორი უწყება - სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საფინანსო მომსახურების სააგენტო. ამით „ერთი ფანჯრის პრინციპით“ განხორციელდება ამიერიდან უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა და ახლა უკვე ელექტრონული პლატფორმაა მზადების პროცესში,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 მინისტრობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც სასოფლო-სამეურნეო მიწების განკერძოების წახალისებისთვის უკვე ხელმისაწვდომია 10 ჰა-მდე იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა მოიჯარეების მხრიდან, რაც, ნათია თურნავას შეფასებით, იძლევა იმისა შესაძლებლობას, რომ ეს მიწები უფრო მეტად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამებში და მოიზიდოს საბანკო დაფინანსება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები