ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დეკლარაციები ავტომატურად შემოწმდება
21 დეკემბერი, 2020, 11:56
დეკლარაციები ავტომატურად შემოწმდება

თბილისი (GBC) - მომდევნო წლებში დაგეგმილია დეკლარაციების შემოწმების ავტომატური სისტემის დანერგვა ყველა ძირითადი გადასახადის მიხედვით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა მეათე მოწვევის პარლამენტის 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული სისტემა წარმატებით დანერგილია დღგ-ის დეკლარაციებისთვის. წინასწარ შემუშავებული რისკის კრიტერიუმებით დეკლარაციების სისწორის შემოწმება, მისი თქმით, ეტაპობრივად შეამცირებს გასვლითი საგადასახადო შემოწმებების რაოდენობასა და ხელს შეუწყობს გადასახადის გადამხდელთა კანონშესაბამისობის ზრდას. 

„ასევე, შეიქმნება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ავტომატური დარიცხვის პროგრამა, რომლის გამოყენებითაც გადასახადის გადამხდელებს ავტომატურად დაერიცხებათ ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისა და ათვისების გეგმით გათვალისწინებული მოსაკრებლის თანხები. შედეგად, გამარტივდება მოსაკრებლის ადმინისტრირების პროცესი და დაზოგავს განცხადების წარდგენისთვის საჭირო დროს. შემუშავდება სავარაუდო დარიცხვის მექანიზმები გადამხდელის მიერ დაუდეკლარირებელ ვალდებულებებზე. აღნიშნული სისტემა სატესტო რეჟიმში ამუშავდება დღგ-ზე და ეტაპობრივად, დაინერგება სხვა გადასახადის სახეებშიც. პროექტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს სავარაუდო დარიცხვის  ანულირება შეეძლება მარტივად, დეკლარაციის დაზუსტებით“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. 

მისი თქმით, მიმდინარეობს  საგადასახადო კონტროლის პროცედურების მოდერნიზაციის რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელთა ადრეულ ეტაპზე ინფორმირებას  შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები