| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - სტრუქტურული რეფორმები და მიმდინარე ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მხოლოდ პანდემიის შემდგომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებაზე, არამედ ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის ამაღლებას, მდგრადი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის შესაბამისი ეკონომიკური სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას,“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე რეფორმებს შორის გადახდისუუნარობის სისტემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც აქცენტირებულია რეაბილიტაციასა და კრედიტორთა უფლებების დაცვაზე. სისტემამ ბიზნესის ინტერესებიც უნდა დაიცვბას და კრედიტორებიც.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოსტპანდემიურ პერიოდში, როდესაც ბევრ ბიზნესს გაუჭირდება", ნათია თურნავა კანონშის დაცვით მექანიზმებს ხედავს.
მინისტრმა, 2021-ში კაპიტალის ბაზრის ახალი სტრატეგიის წარდგენაც დაანონსა, რომლის ფარგლებში გრძელვადიანი სადაზღვევო პროდუქტები შემუშავდება. დასრულდება კერძო საპენსიო სქემების რეფორმა, რამაც ხელი უნდა შეიწყოს გრძელვადიანი ლარის რესურსის აკუმულირებას.
"კაპიტალის ბაზრის რეფორმა საპენსიო და ლარიზაციის რეფორმასთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყანაში დანაზოგების აკუმულირების და ინვესტირების ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბებას, საფინანსო სისტემის დივერსიფიკაციასა და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას,“ - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
შედეგად უნდა წახალისდეს ინსტიტუციური ინვესტორები, ფონდები, ინვესტიციის სხვადასხვა დარგში დაბანდების შესაძლებლობით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss