ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
ბიტკოინის ახალი რეკორდი – $24 200
21 დეკემბერი, 2020, 11:30
ბიტკოინის ახალი რეკორდი – $24 200

თბილისი (GBC) - პირველმა კრიპტოვალუტამ ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. მის ასეთ ზრდას ილონ მასკის განცხადებამ შეუწყო ხელი: „ბიტკოინი ისეთივე კარგია, როგორც ფიატური ფული“.

კვირა–ორშაბათის ღამეს 1 ბიტკოინის ფასი კრიპტობირჟაზე Binance ყველა დროის მაქსიმუმზე ავიდა – $24 300. ამის შემდეგ მისი ფასი $23 000–მდე დაეშვა, თუმცა, დღეს დილით, თბილისის დროით 11:30 საათისთვის ბიტკოინი $23 919 ღირს.

გასული დღე–ღამის განმავლობაში ბიტკოინი 1,3%–ით გაიზარდა.

SpaceX–ისა და Tesla–ს გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა ტვიტერზე გუშინ რამდენიმე პოსტი მიუძღნა ბიტკოინს. კერძოდ, ის წერდა, რომ „ბიტკოინი თითქმის ისეთივე კარგია, როგორც ფიატური ფული“ (ფიატური ფული - ფული რომლის ნომინალური ღირებულება გარანტირებულია სახელმწიფოს მიერ, მიუხედავად მასალის ღირებულებისა, რომლითაც ეს ფული არის დამზადებული).

ბიტკოინის კურსის აღმავლობის ბოლო ტალღა 11 დეკემბერს დაიწყო, როდესაც მისი კურსი $17 500–მდე იყო ჩამოსული. სულ რაღაც 5 დღეში აქტივმა ისტორიული ზღვარი გადალახა და $20 000–ს ასცდა. ბოლო 10 დღეში ბიტკოინის კურსი 36%–ით გაიზარდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები