| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის კონგრესში შეთანხმდნენ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის თითქმის $900 მლრდ–იანი სტიმულირების საკითხზე. ამის შესახებ კონგრესის რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკენელმა განაცხადა, წერს Associated Press.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებათა პაკეტი უმუშევრობის
შემწეობაზე $300–ის დამატებას და გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის $600–ის პირდაპირ
გადახდებს ითვალისწინებს.
მასტიმულირებელი პაკეტიდან თანხები მიიმართება ბიზნესის,
სკოლების, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მხარდასაჭერად. ასევე ფულს მიიღებენ
არენდატორები, რომლებიც გასახლების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ვეღარ იხდიან
იჯარის საფასურს.
როგორც მოსალოდნელია, ახალ ინიციატივას წარმომადგენელთა
პალატა და კონგრესი ორშაბათს, 21 დეკემბერს უყრიან კენჭს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss