| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კორონავირუსის ახალი, სწრაფად გავრცელებადი შტამი იტალიაშიც დაფიქსირდა.კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის გავრცელებასაც დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უფრთხოდა, უკვე იტალიაშიც აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას, 20 დეკემბერს გაავრცელა. შტამი რომის ერთ–ერთ სამხედრო ჰოსპიტალში იმ პაციენტს დაუდგინდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიაში დიდი ბრიტანეთიდან დაბრუნდა.
ექსპერტები ამ ახალ შტამს უკავშირებენ ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ახალ ტალღას. ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ახალი შტამი 70%–ით სწარაფად გავრცელებადია, ვიდრე უკვე კარგად ნაცნობი კორონავირუსი. ლონდონსა და ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში ამ ახალი შტამის გამო ლოქდაუნის პირობები გაამკაცრეს და საშობაო ღონისძიებებიც გააუქმეს.
ბრიტანეთისა და იტალიის გარდა, კორონავირუსის ახალი
შტამი დანიაში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაშიც აღმოაჩინეს.
ევროპის ქვეყნები ორშაბათიდან, 21 დეკემბრიდან წყვეტენ
ბრიტანეთთან ავიამიმოსვლას. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გერმანიის, ნიდერლანდების,
შვეიცარიის, ჩეხეთის, ბულგარეთისა და ლატვიის მთავრობებმა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა
დიდ ბრიტანეთთან საზღვარი ჩაკეტა, ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა დუვრის პორტი
და ლამანშის გვირაბი ჩაეკეტა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss