| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - წერტილოვანი შეზღუდვის დაწესება-მოხსნის საკითხები, რა თქმა უნდა, წყდება საგანგებო უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა თავად სავაჭრო ობიექტებისგან, შოპინგ-მოლებისგან, თუ რამდენად მზად არიან 24 დეკემბრის გახსნისთვი", - ეკონომიკის მინისტრი რითეილერების წარდგენილ უსაფრთხოების მექანიზმებს გაეცნო. მათ შორისაა ნაკადების განტვირთვისთვის დილის საათების დატვირთვა, მიმზიდველი შეთავაზებებით. და გასახდელების განტვირთვა, საღამოს.
ნათია თურნავას თქმით, არ უნდა დაუშვან გადატვირთვა, როგორივ ნოემბერში აღინიშნა. მინისტრის შეფასებით, შეხვედრის მონაწილე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებმა გამოხატეს პასუხისმგებლიანი მიდგომა.
„ჩვენთვის, ერთი მხრივ, ძალიან
მნიშვნელოვანია, ეს დიდი ინდუსტრია - ვაჭრობა, რომელიც ასობით ადამიანს ასაქმებს
და მათი შემოსავლები დიდად არის დამოკიდებული წინასაახალწლო ვაჭრობაზე, მაგრამ
ამავდროულად, ძალიან ვუფრთხილდებით იმ პირველ მონაპოვარს, რაც მოიტანა
წერტილოვანმა შეზღუდვებმა - ვხედავთ, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სექტორმა ახლა უფრო
შვებით ამოისუნთქა და ნაკლებია გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დავთმოთ.
აქედან გამომდინარე, აღნიშნული მაღაზიების გახსნის შემთხვევაში რისკების თავიდან
აცილება-მინიმიზაციაზე გვექნება სერიოზული მსჯელობა - დღევანდელი ამოცანა იყო მოგვესმინა ინფორმაცია კონკრეტული მექანიზმების
შესახებ, ჩვენც შევთავაზეთ მათ
მოსაზრებები. ეს ამოცანა შესრულებულია, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი გვაქვს, თუ რა
ზომები შეიძლება იქნას მიღებული იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო ჯამში,
ეპიდემიოლოგებთან დისკუსიაში გადაწყდა, რომ 24 დეკემბრიდან გაიხსნება მოლები“, -
განაცხადა მინისტრმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss