| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ამერიკული საფონდო ინდექსები რეკორდულ ნიშნულებზეა, პლუსია ევროპაშიც ამერიკის ეკონომიკისთვის დამატებითი სტიმულების პაკეთის შეთანხმების წყალობით, რომელიც წლის ბოლომდე რეალიზდება, აშშ–ის საფონდო ბაზრის სესია რეკორდულ მაქსიმუმებზე დაიხურა.
ინვესტორებმა ქვეყნის ეკონომიკის სისუსტეს არ მიაქციეს
ყურადღება, რომელიც კორონავირუსის ახალი ტალღითაა გამოწვეული და მთელი ყურადღება იმ
პროცესზე გადაიტანეს, რომელიც კონგრესში მიმდინარეობს – მხარეები ძალიან ახლოს არიან
ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების პაკეტის შეთანხმებასთან, რომელიც ფინანსურ დახმარებას
ითვალისწინებს პანდემიის გამო დაზარალებული კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის. სენატის
უმრავლესობის ლიდერმა სიტჩ მაკონელმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პაკეტის შეთანხმება,
რომლის მოცულობა $900 მლრდ–ს შეადგენს, სულ მალე მიიღწევა.
ამერიკული მედიის მონაცემებით, ახალი პაკეტი არ ითვალისწინებს
ფინანსურ დახმარებას შტატების ხელისუფლებებისთვის. ამასთან, მხარდაჭერის ზომების პაკეტი
მოქალაქეებისთვის პირდაპირ გადახდებსაც ითვალისწინებს.
ამავე დროს, ფედრეზერვმა გააუმჯობესა აშშ–ის მშპ–ის
ზრდის პროგნოზი როგორც მიმდინარე, ისე მომდევნო ორი წლის პერიოდში.
ინდექსი Dow Jones Industrial Average ხუთშაბათის სესიის
დახურვისას 148,83 პუნქტით (+0,49%) გაიზარდა და 30303,37 პუნქტი შეადგინა.
Standard & Poor's 500 21,31 პუნქტით (+0,58%) გაიზარდა
– 3722,48 პუნქტამდე.
Nasdaq Composite–მ 106,56 პუნქტით (+0,84%) მოიმატა
და 12764,75 შეადგინა.
პოზიტივია დასავლეთ ევროპის საფონდო ინდექსების ბაზარზეც,
რომელიც ასევე რეაგირებს აშშ–ის კონგრესში მოახლოებულ შეთანხმებაზე, ეკონომიკის სტიმულირებასთან
დაკავშირებით. ევროპის ბაზრის ყურადღების ცენტრშია ასევე პროგრესი, რომელიც ბრეკსიტის
შემდეგ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებებში შეინიშნება.
დასავლეთ ევროპის უმსხვილესი საწარმოების ინდექსი Stoxx
Europe 0,3%–ით გაიზარდა და 397,28 პუნქტი შეადგინა.
გერმანული ინდიკატორი DAX 0,75%–ით გაიზარდა, ფრანგული
CAC 40 - 0,03%–ით, იტალიური FTSE MIB - 0,12%–ით, ესპანური IBEX 35 - 0,17%–ით. რაც
შეეხება ბრიტანულ ინდიკატორს FTSE 100, ის 0,3%–ით შემცირდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss