ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველაფერი პირიქითაა - კობახიძის რეალობა
17 დეკემბერი, 2020, 20:18
ყველაფერი პირიქითაა - კობახიძის რეალობა

თბილისი (GBC) - 7/8/9 სვლა გვაქვს ჩვენ, მათ -2 , ჩვენ გონება უფრო გვიჭრის, - კობახიძემ მისი გუნდის უპირატეს სასტარტო პოზიციაზე განაცხადა, მე-5 რაუნდისთვის. 


რუსთავი 2 ში სტუმრობისას მისი განცხადებით, პარლამენტში რამდენიმე  პარტია შევა, შესაძლოა ყველაც. რისი წამალისებელიცაა საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი, რომელიც პარლამენტში არ შესვლის შემთხვევაში (ვადა წლის ბოლიმდეა), პარტიას, მომავალი 1 წლის დაფინანსებას და საეთერო დროს ართმებს.


პაკეტი სამართლებრივად რომ გამართულია, ამის მტკიცებისთვის, უმრავლესობის ლიდერი მზადაა. რასაც ოპონენტები, ვისაც "გონება ნაკლებად უჭრის" 9 სვლიანისთვის სისუსტედ აფასებენ.  კობახიძის თქმით, პაკეტის იურიდიულ გამართულობას  არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუმტკიცებს, რომლებმაც, ერთობლივი განცხადებით, უმრავლესობის  ქმედება მუქარად უკვე შეაფასეს.


"ამ დროს რეალურად ყველაფერი პირიქითაა", -  კობახიძის ვერსიით საკანონმდებლო მარწუხი, არ წნეხია და არც ჭკუის სასწავლებელი, ოპოზიციის წამახალისებელია, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჟურნალისტის კითხვაზე, ევროპული დემოკრატიის სივრცეში სხვა ქვეყნების ანალოგის მოხმობა ვერ შეძლო, რადგან მიაჩნია, რომ რეგულაციები არსად არ გახდა საჭირო იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველოშია  საბოტაჟისკენ გადახრილი ოპოზიცია. 


კობახიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრები ვეღარ წაახალისა, როცა დიქტატორად მოიხსენიეს და საარჩევნოდ რუსულენოვანი თბილისო წამოაძახა.


არასამთავრობოებმა პაკეტის სამართლიანობა უკვე შეაფასეს, კონსტიტუციონალისტებმა ლაფსუსებზე რამდენჯერმე მიუთითეს, მათ შორის ვახტანგ ხმალაძემ, დანიშნულების აცდენაზე. დაფინანსება პარლამენტში წარმომადგენლობის პროპორციულად კი არა, ხმების პროპორციულად დგება. თვალსაჩინოებისთვის 3% ბარიერიანიც მოიხმო, რაც პარლამენტში უფრო ნაკლებ საპარლამენტო მანდატს ნიშნავს, მაგრამ არა დაფინანსების შემცირებას.


მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა. 





 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები