ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
200 მლნ მ³გაზს ფასდაკლებით მივიღებთ
17 დეკემბერი, 2020, 16:19
 200 მლნ მ³გაზს ფასდაკლებით მივიღებთ

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერი სოკარის პრეზიდენტს შეხვდა.  გახარიამ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის  პრეზიდენტმა პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის  „სოკარის“  ქართულ საივესტიციო პროექტებზე ისაუბრეს. 


ეკონომიკის სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის „სოკართან" მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან 200 მლნ ³  გაზს შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ,  კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, პრემიერ-მინისტრთან ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.


აღინიშნა „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მე-4 ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი  მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

 

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები