ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კრისტალი საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა
17 დეკემბერი, 2020, 12:08
კრისტალი საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა

თბილისი (GBC) - კრისტალი საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. კონკურსი, რომელიც   მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით ჩატარდა, მიზნად ისახავდა ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის წახალისება, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებას, რომელიც მნიშვნელოვანია ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კრისტალის, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციის უპირატესობა მომზადებული წლიური ანგარიშის ხარისხის, შემადგენლობისა და გამჭვირვალობის მხრივ, რისთვისაც კომპანიას საპატიო ჯილდო გადაეცა.

როგორც ბარტა 2020-ის  ჟიურის წევრმა, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის უფროსმა კონსულტანტმა მართვის სფეროში ირინა გორდელაძემ აღნიშნა,  ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ კრისტალის ანგარიშგება ჭეშმარიტად ინფორმაციული და მომხმარებელზე ორიენტირებული იყო.

 

ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ კონკურსის ერთერთი გამარჯვებული. მმართველობის ანგარიშგებაში  წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვანია ინვესტორებისა და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. სწორედ ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია, ანგარიშგება ზრდის  ჩვენი კომპანიისადმი ნდობის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ წლიური ანგარიშის მომზადების პროცესში კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფს შეაქვს წვლილი და აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდური მუშაობის შედეგია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ამ კონკურსის ჟიურის, ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს- აღნიშნავს კრისტალის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე

ღონისძიებაზე გამარჯვებული კომპანიები შემდეგ 4 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

·         მსხვილი საფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)

·         მსხვილი არასაფინანსო კომპანიები (500-ზე მეტი დასაქმებულით)

·         მცირე და საშუალო კომპანიები (500-ზე ნაკლები დასაქმებულით)

·         საპატიო ჯილდო (საუკეთესო ინტეგრირებული ანგარიში)

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსაქართველოში პირველად 2019 წელს ჩატარდა.

კრისტალის 2019 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბზმულზე

Crystal • კრისტალი

 

#BARTA2020

#NationalBankofGeorgia

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები