| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აწარმოე საქართველოში" დამატებითი შეღავათები, ხუთშაბათის, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ წარმოადგინა
დარგობრივ ჭრილში დაზუსტდა, 1 ლარად მიწის მიმღებთა კატეგორია. ბიზნესმენმა ქონების მართვის სააგენტოსთვის მიმართვით უნდა მოითხოვოს მიწის ესა თუ ის ნაკვეთი და სამუშაო ადგილებთან და ინვესტიციებთან გარკვეული პროპორციით, ვალდებულებებთან ერთად გადაეცემა.
სტიმულირებად დარგებს შორისაა სოფლის, სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, დამამუშავებელი მრეწველობა სრულად, ორთქლის და კონდიცირების სისტემები, ტრასნპორტი, დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო ტექნიკური საქმიანობა, ასევე ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება.
ცვლილება შედის "აწარმოე საქართველოში" სუბსიდირების კომპონენტშიც: სასტუმრო-სარესტორნე, ასევე ნებისმიერ ბიზნესს, რომლის სესხი მთავრობის სუბსიდირებულია, სახელმწიფო თანადაფინანსება ავტომატურად ჩაერიცხება. მოქმედი წესით სანამ ბენეფიციარი არ გადაიხდიდა, სახელმწიფოს თანადაფარვა ჩერდებოდა.
ასევე "აწარომე საქართველოს" წახალისებულ ბიზნესებს უმსუბუქდება ვალდებულებები, პროდუქციის მოცულობის ნაწილში. თურნავას თქმით, მოცულობის განსაზღვრა ბიუროკრატიულ წნეხად იქცა, რთულ და კრიზისულ ვითარებაში ბაზრის ცვალებადობის გათვალისწინებით. პანდემიამ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარღვია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss