ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა
16 დეკემბერი, 2020, 18:03
საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა

თბილისი (GBC) -  საპენსიო სააგენტოს დირექტორს, პირველი სამუშაო დღე აქვს. გიორგი დანელია გაეცნო საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებს და  შეუდგა დაკისრებულ მოვალეობას.

 

დანელია ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის 8-წლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაშის მუშაობდა სს „საპარტნიორო ფონდში“,სხვადასხვა პოზიციაზე (საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით. საინვესტიციო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში მას აქვს ორ მილიარდ დოლარზე დიდი პორტფელის მართვის გამოცდილება.


მუშაობდა,  ერთერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე.  დანელია აგრძელებს პედაგოგიურ საქმიანობას, არის CFA ინსტიტუციის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში. მას აქვს გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო სტატია ქართულ და უცხოურ გამოცემებში. ფლობს გერმანულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი.

 

"საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში„ -  აცხადებს გიორგი დანელია.

 

2020 წლის 10 აგვისტოს  საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ  5 კანდიდატი შეარჩია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები