ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატივა
16 დეკემბერი, 2020, 17:34
მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატივა

ბილისი (GBC) - ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო კვეტენაძემ და მედიატორთა ასოციაციას თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მემორანდუმი გააფორმეს.


მემორანდუმის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა.  მათ შორის, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი  პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ასევე,  მედიაციაში  გადამზადების კურსების ერთობლივი დაორგანიზება.


„ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოში დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას  და კომერციულ დავებში გამოყენებას უწყობს ხელს. დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები, როგორიცაა - მედიაცია და არბიტრაჟი -  ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის დახვეწას და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. მთავრობა, ბიზნეს საზოგადოება, არა სამთავრობო სექტორი,  ჩვენი პარტნიორები - ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაციის განვითარება და გაძლიერება არის უალტერნატივო გზა ქვეყანაში ეფექტიანი მართლმსაჯულების გასაძლიერებლად“,  განაცხადა ნინო კვეტენაძემ.

„მედიაცია წარმოადგენს დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმს, მისი გამოყენებით მხარეებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ხელით მიიღონ ორმხრივად სასარგებლო და მათ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებები“, განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები