| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ივანე მაჭავარიანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიში წარადგინა,მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს ფარგლებში. აღნიშნა, პანდემიის საპასუხოდ ქვეყანამ მოცულობითი რესურსების მოძიება შეძლო, რაც პამდემიამე არსებული, ჯანსაღი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების შედეგია.
საბიუჯეტო პარამეტრებზე აღნიშნა, რომ პანდემიამდე პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ხარჯები და გაიზარდა კაპიტალური ხარჯები მშპ-ს 8.5 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა საბიუჯეტო დეფიციტი. ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს საქართველოს ჰქონდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით.
პრეზენტაციის დროს ივანე მაჭავარიანმა
ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დახმარებებზე და აღნიშნა, რომ საქართველო იყო პირველი
ქვეყანა რომლის ანტიკრიზისული პროგრამა დაამტკიცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც
მან აღნიშნა, უკვე ხელმოწერილია შეთანხმებები, რომლის ჯამური მოცულობა 1.9 მილიარდ
დოლარს აჭარბებს.
ფინანსთა მინისტრმა ასევე დეტალურად
ისაუბრა სამ ძირითად მიმართულებაზე, რომელზეც ბიუჯეტიდან მიიმართა დამატებითი თანხები
პანდემიის წინააღმდეგ - ესაა ჯანდაცვა, მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერა.
პანდემიაზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის
ნაწილში გამოიყო დამატებით 420,0 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების
დახმარებისთვის, ბიუჯეტიდან გამოიყო 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი. ბიზნესის მხარდაჭერაზე
გამოიყო მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი. განხორციელდა საშემოსავლო და ქონების გადასახადის
შეღავათები, რომლითაც სარგებლობს 33 ათასზე მეტი კომპანია, 425 ათასზე მეტ სამუშაო
ადგილზე;
საგადასახადო ადმინისტრირება - არის
კიდევ ერთი თემა, რომელზეც ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში
50,000-ზე მეტ გადამხდელს სხვადასხვა ფორმით ჯამურად გადაუვადდა 400 მილიონ ლარზე მეტი
საგადასახადო ვალდებულება. RS.ge-ზე შეიქმნა ახალი ელექტრონული სისტემები, რამაც
შეუფერხებლად უზრუნველყო კომპენსაციების გაცემა და საგადასახადო შეღავათების
გამოყენება;
ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა შემოსავლების
სამსახურის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე,
მისი თქმით, პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა ის საჭირო ღონისძიება, რამაც
უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთებისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო
გადაადგილება. პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, მებაჟე-ოფიცრები
და სამედიცინო პერსონალი, ყველა შესაბამისი აღჭურვილობით, 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ
მათზე დაკისრებული ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების პირნათლად შესრულებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss