ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ასე არ ივარგებს, - კობახიძე/მდინარაძე
15 დეკემბერი, 2020, 14:38
ასე  არ ივარგებს, - კობახიძე/მდინარაძე

თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო შეცვლა, უმრავლესობას არ განუხილავს, - მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, მხოლოდ  იუსტიციის მინისტრის პოსტის ვაკანტურობაზე უთხრა,  რომელიც პარტიული სიის №4  თეა წულუკიანის პარლამენტში შევსლით და განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნით გათავისუფლდა. კანდიდატურებზე პრემიერის პოზიციას ელოდებიან.

უმრავლესობის შეკრების შემდეგ, ბრიფინგზე, პარტიის ლიდერებს მე-5 რაუნდზეც ჰკითხეს. კობახიძის ინფორმაციით, რაუნდზე, ოპოზიცია სავარაუდოდ შემცირებული კონტინგენტით წარდგება, მხოლოდ მოგების შანსის მქონე პარტიულებით,

მიაჩნია, რომ ევროპული საქართველო და  ნაციონალური მოძრაობა წაგებულია.  მისი თქმით  ოდიოზურმა ბოკერიამ  თავისი პარტია დაანგრია და სხვების საფლავში ჩატანასაც ცდილობს.  ოდიოზურებში სააკაშვილი-გვარამიაც მოიხსენია, თან მადლობა გადაუხადა, რომ მათი ჩამოცილებით, გაერთიანებული ოპოზიცია გაჯანსაღა. მისი თქმით, არჩევნების სარევიზიო, დაპირებული კომისია ოპოზიციას პარლამენტში შესვლის შემდეგ  შეიქმნება.

 არასამთავრობო ორგანიზაციის  სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხი ღიაა, თემის დელიკატურობის გათვალისწინებით, "ჩაღრმავება სჭირდება" და სისხლის სამართლებრივ საქმეს, თეორიულად, მხოლოდ ამერიკული მხარის  ჩართულობით უშვებს. "სხვაგვარად არ ივარგებს". ელენე ნიჟარაძისთვის შეთვლილი ბოდიში, "სამართლიანი არჩევნებისგან" ჯერ მიუღია. 

"ყალბი და ტყუილი" - არიმეთმეტიკულად პრობლემური უბნების 8% რომ არ არსებობს კიდევ ერთელ აღნიშნა. ელენე ნიჟარაძის მიყურადების შესაძლო ფაქტზე, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომ აქცენტების გადატანა არასწორია. მიაჩნია, რომ ISFAD -ი არითმეტიკალად უნდ ჩაღრმავებოდა და ეანგარიშა, ისე როგორც ოცნებამ დაითვალა 2 ნოემბერს. 3 ნოემბერს კი მამუკა მდინარაძემ საჯაროდ განაცხადა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები