ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ Glovo-ს კურიერისთვის
15 დეკემბერი, 2020, 13:19
Volvo-ს „სიცოცხლის სპრეი“ Glovo-ს კურიერისთვის

თბილისი (GBC) - Glovo და Volvo საქართველოში საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის გაერთიანდნენ. ერთობლივი პროექტის ფარგლებში გლოვოს პარტნიორი კურიერები ვოლვოს „სიცოცხლის სპრეის“ მიიღებენ.

 „სიცოცხლის სპრეი“ სპეციალური სითხეა, რომელიც, ღამის საათებში, მოპედების, ველოსიპედების და მსუბუქი მოტოციკლების ხილვადობას ზრდის. შვედური ავტომწარმოებლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხო საგზაო მოძრაობა. სწორედ ამიტომ, მათ შექმნეს პროდუქტი, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს ხილვადობის მიზეზით მომხდარ საავტომობილო შემთხვევებს.

Volvo-ს სიცოცხლის სპრეის საშუალებით, Glovo-ს კურიერების ღამის საათებში გადაადგილება განსაკუთრებით უსაფრთხო გახდება. კომპანიები აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტი, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა, კოლაბორაციის მთავარი იდეაა.

 მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში ორ წელზე მეტია ოპერირებსVolvo-სთან პარტნიორობის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის ახალ ეპატზე გადადის.

 შეგახსენებთ, რომ Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას  მუდმივად უწყობს ხელს. გასულ წელს, კომპანია Geosafety-სთან ერთად, Glovo-მ საგანგებო ტრენინგ მოდული შესთავაზა მოპედებისა და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებს. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი უფასო მასტერკლასები არა მხოლოდ Glovo-ს პარტნიორ კურიერებს მასპინძლობდა, არამედ ნებისმიერ მსურველს: ამავე ინდუსტრიაში დასაქმებულსა თუ უბრალოდ დაინტერესებულ პირს. 



Glovo-ს შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 26 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.glovoapp.com

  

Volvo-ს შესახებ

“ვოლვო” შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. “ვოლვო” მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. უსაფრთხოებასთან ერთად “ვოლვო” გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: : www.volvocars.com

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები