| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი მობილბანკის მომხმარებელს თანხის მოთხოვნის და გაყოფის ინოვაციურ ფუნქციონალს სთავაზობს
ბანკი განცხადებით, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზება გრძელდება. თანხის მოთხოვნის ფუნქცია მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად შეაგროვოს ან თუნდაც ისესხოს ნებისმიერი ოდენობის თანხა, როგორც საქართველოს ბანკის, ისე სხვა ბანკის მომხმარებლებისგან.
ფუნქციონალი ხელსაყრელია ბევრ სიტუაციაში. მეგობრების მიერ დაბადების დღის საჩუქრისთვის ფულის შეგროვებისას. თანხის გაყოფა დაგვჭირვებია სხვების ნაცვლად ფულის გადახდისას. ფუნქციონალით, მომხმარებელი
სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადახდილი თანხის მეგობრებთან გადანაწილებას და მოთხოვნას.
ფუნქციონალების დახმარებით, თანხის მიღებაც ისეთივე მარტივია ანგარიშზე, როგორც მოთხოვნის გაგზავნა.
საქართველოს ბანკი მობილბანკში გადახდა/გადარიცხვის პროცესების კიდევ უფრო გაუმჯობესების მუდმივ პროცესზე აცხადებს. ერთერთი მაგალითია კონტაქტების სია, სადაც თავმოყრილია ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, ვისთანაც თანხა გადაგირიცხავთ ან ვისგანაც თანხა მიგიღიათ ბოლო 2 წლის განმავლობაში. კონტაქტების სიის გამოყენებით თქვენ აღარ მოგიწევთ შაბლონების დამატება და შესაბამისად, თანხის გადასარიცხად დაგჭირდებათ მიუთითოთ მხოლოდ გადასარიცხი თანხის ოდენობა. მობილბაბკიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით.
"მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ თანხის მოთხოვნის და გაყოფის ახალი ფუნქციონალი, რომელიც მობილბანკის მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელი ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეძლებს ისეთი საჭირო ოპერაციების შესრულებას, როგორიცაა თანხის მოთხოვნა და გაყოფა. ამასთან, ახლა კიდევ უფრო მარტივი ხდება თანხის სასურველ ანგარიშზე მიღება. ახლახანს დამატებული კონტაქტების სია კი გადარიცხვებს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივს ხდის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მიზანია, გამარტივებული პროცესებით მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომხმარებელს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss