ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თურქმენული ნავთობი საქართველოზე გაივლის
15 დეკემბერი, 2020, 10:16
თურქმენული ნავთობი საქართველოზე გაივლის

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილმა სტრუქტურამ SOCAR Trading თურქმენულლ ნავთობზე ტენდერი მოიგო.

ამის შესახებ Argus media–ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული სააგენტო რეპორტი წერს.


შედეგად, SOCAR Trading–მა თავის პორტფელში დააბრუნა ნავთობის ნაწილი, რომელსაც 2017 წლიდან Vitol თურქმენეთში ყიდულობდა. აღნიშნული ტენდერის შედეგად SOCAR Trading–მა ნავთობის ბაზრის ისეთი გიგანტები ჩამოიტოვა, როგორებიცაა ENOC, Vitol, Rosneft, Lukoil და Trafigura.


ბაზრის მონაწილეების აზრით, ტენდერის მოგებით შესაძლებელი ხდება თურქმენული ნედლეულის ტრანსპორტირების გაზრდა ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის გავლით, რომელიც რუსულ მახაჩყალა–ნოვოროსიისკის ნავთობსადენს ჩაანაცვლებს თურქმენული ნავთობის გადასაზიდად.


სააგენტო რეპორტთან აღნიშნული გარიგების შესახებ ინფორმაცია SOCAR–ის ვიცეპრეზიდენტმა ადნან ახმადზადემ დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, Eni Turkmenistan 2021 წელს ყოველთვიურად 30–40 ათასი ტონა ნავთობის მიწოდებას გეგმავს.

მანამდე თურქმენეთის ეს ნავთობი ტანკერებით გადაიტვირთებოდა მახაჩყალის პორტში და შემდეგ მილსადენით ნოვოროსიისკის პორტამდე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები