ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
OPEC-ის პროგნოზმა ნავთობი გააიაფა
15 დეკემბერი, 2020, 10:12
OPEC-ის პროგნოზმა ნავთობი გააიაფა

თბილისი (GBC) - OPEC-ის ახალმა პროგნოზმა ნავთობის ფასი დააგდო. ეტალონური მარკების ნავთობის ფასები სამშაბათის ვაჭრობაზე წითელ ზონაში გადავიდა მას შემდეგ, რაც OPEC-მა 2021 წლისთვის ნედლეულზე მოთხოვნის ზრდის შეფასება შეამცირა.

შედეგად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, თებერვალში მიწოდების პირობით, თბილისის დროით 09:55 საათისთვის, 0,58%–ით არის შემცირებული, $50–მდე ბარელზე.

WTI-ის იანვრის ფიუჩერსების ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე, ამ დროისთვის0,55%–ით არის დაწეული, წინა სესიის დახურვის მაჩვენებელთან შედარებით და ერთი ბარელი $46,73 ღირს.

OPEC-ის განახლებული პროგნოზის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა დღე–ღამეში 5,9 მლნ ბარელით გაიზრდება (წინა თვის პროგნოზზე 0,35 მლნ ბარელით ნაკლები) და დღე–ღამეში 96,89 მლნ ბარელს შეადგენს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები