| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კოვიდ პანდემიის მიუხედავად კომპანია „ტუმბოს“, რომელიც ბაზარს წყლის და ჰაერის ტუმბოებით ამარაგებს, პრობლემები არ შექმნია და წინსვლა - განვითარებას განაგრძობს“,-განაცხადა რადიო კომპანია „ჩვენებურის“ - თოქ-შოუში „მომავლი თაობის ბიზნესის“ ეთერში კომპანია „ტუმბოს“ დამფუძნებელმა ზურაბ თეთრაშვილმა.
ზურაბი, თავდაპირველად, „ტუმბოს“ რიგითი მომხმარებელი იყო. ეს ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო. კომპანიის მომსახურებით ისარგებლა და ხარისხით კმაყოფილი დარჩა. 2018 წელს მან შეიძინა კომპანიის აქტივები და გახდა მფლობელი. იმ დროისთვის,როცა „ტუმბო“ მის მფლობელობაში გადავიდა კომპანია ბაზარზე მხოლოდ ერთი მაღაზიით იყო წარმოდგენილი, თუმცა ჰყავდა მომხმარებლების და მომწოდებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რამაც გადააწყეტინა კიდეც „ტუმბოს“ აქტივების შეძენა. როგორც თეთრაშვილი აცხადებს კომპანია იმ პერიოდში ზარალზე მუშაობდა და საბანკო სესხით მიღებული თანხა, ძირითადად მხოლოდ კომპანიის ბალანსზე არსებულ პროდუქციაში დახარჯა.
კომპანიის ე.წ. რებრენდინგს და განახლებას პირველ ეტაპზე დაახლოებით 200 000 ლარი დაჭირდა, მოგვიანებით კი ინვესტიციებმა რამოდენიმე მილონი ლარი შეადგინა. ბატონი ზურაბის განცხადებით, სრულფასოვანი მუშაობისთვის არც ეს არ არის საკმარისი და ამ ეტაპზე იმ გეგმების მხოლოდ 30 %-ის რეალიზება ხერხდება, რისი სურვილიც აქვთ. სფერო რომელსაც „ტუმბო“ წარმოადგენს, ანუ ჰაერის და წყლის ტუმოების ბიზნესი, ფართო სპექტრს მოიცავს და მომხმარებელს დიდ არჩევანს სთავაზობს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ზომის, სიმძლავრის და დანიშნულების წყლის ტუმბოებს, რომლებიც როგორც კერძო სახლებში და აგარაკებზე, ასევე მრავალსართულიან კოპუსებში წყლის მიწოდებისთვის და არტეზიული ჭებიდან წყლის ამოსაქაჩად გამოიყენება.
„ტუმბოში“ მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა დანიშნულების ჰაერის კომპრესორებიც შეიძინოს, რომლებიც საწარმოებში და სამედიცინო დაწესებულებებში გამოიყენება. საერთო ჯამში, კომპანია მომხმარებელს 2 800 სხვადასხვა სახეობის ტუმბოს სთავაზობს.
კომპანიის პროდუქციის
ჩამონათვალშია ასევე მოწყობილობა, რომელიც საყოფაცხოვრებო დანიშნულების კონდიციონერებიდან
დაღვრილი წყლის, ანუ კონდესატის გასატანად
გამოიყენება. ამგვარი ტურბოს მონტჟი შესაძლებელია
როგორც თავდაპირველ ეტაპზე, ანუ კონდინციონერთან ერთად, ასევე უკვე ექსპლატაციაში შესულ
კოფიციონერზე. ეს არის დაახლოებით 10 სანტიმეტრიანი
მოწყობილობა, რომელსაც 18 მეტრის სიმაღლეზე და
180 მეტრის სიგრძეზე ( ჰორიზონტალურად) შეუძლია კონდენსატის გამოტანა. ბატონი ზურაბი ამბობს, რომ კარგი იქნება თუ მიღებება კანონი, რომელიც ყველა სახის კონდიციონერებიდან წყლის ( კონდესატის)
საჯარო სივრცეში დაღვრას აკრძალავს.
„ამ კანონის აღსრულებას
კი ის მოწყობილობა უზრუნველყოფს, რომელიც უკვე
ხელმისაწვდომია და მოქალაქეებსაც ნაკლები დისკომფორტი შეექმნებათ იმით, რომ რომელიმე
შენობაში დამონტაჟებული კონდიციონერიდან ჩამოღვრილი კონდესატი აღარ დაეწვეთებათ“,-
განაცხადა ბატონმა ზურაბმა.
კომპანიას გაყიდვაში აქვს
ასევე სპეციალური ასევე მცირე ზომის ტუმბო,რომელიც სხვადასხვა ზომის შუშის ჭურჭელიდან
წყლის დოზირებულ ჩამოსხმას უზრუნველყოფს. ბატონ ზურაბს, ამ პროდუქტის საქართველოში შემოტანის იდეა მაშინ
გაუჩნდა, როცა ნახა, რომ მის მცირეწლოვან შვილს სხვადასხა ჭურჭლიდან სითხის ჩამოსხმა
უჭირდა. აღნიშნული ელექტრო ტუმბო
USB -ით იტენება და სპეციალური
მილის საშუალებით უზრუნველყოფს ჭურჭლიდან სითხის დოზირებულ ჩამოსხმას. როგორც ირკვევა
მოწყობილობას ერთი დატენვით დაახლოებით 100 ლიტრი სითხის გადაქაჩვა შეუძლია. მოწყობილობა მოსახერხებელია, ასევე ბოცებზე დასამაგრებლად და ღვინის უდანაკარგოდ ჩამოსასხმელად.
როგორც ირკვავა ეს პროდუქტი უკვე ერთი წელია რაც ბაზარზეა და კომპანია მისი შეუფერხებელი
ფუნქციონირების 6 თვიან გარანტიას იძლევა.
როგორც თეთრაშვილი განმარტავს,
სანამ ბაზარზე ახალ პროდუქტს შემოიტანენ დიდი
ყურადღება ექცევა მომწოდებლის სტატუსს, სანდოობას და იმას თუ რამდენად ხარისხიან პროდუქციას
აწარმოებს. ყურადღება ექცევა იმასაც, ვინ არიან საბოლოო პროდუქტის მაკომპლექტებლების
მომწოდებლები. პროდუქტის (ტუმბოს) ხარისხს
განსაზღვრავს ასევე მომხმარებლის შენიშვნები, თუ ასეთი არსებობს,ხოლო პროდუქტის მითითებულ
პარამეტრებთან თავსებადობა ადილზე ჩატარებული ტესტებით განისაზღვრება და მოწმდება.
„ტუმბოს“ ტუმბოების აქტიური
გამოყენება ხდება სოფლის მეურნეობაშიც, მათ შორის მევენახეობაში. საფერავი მორწყვის შემთხვევაში ჰექტარზე დაახლოებით
15 ტონა მოსავალს იძლევა მაშინ, როცა ურწყავი ვენახის მოსავლიანობა 7-8 ტონას არ აღემატება.
როგორც ბატონი ზურაბი განმარტავს, წყალი მოსავლიანობას ფაქტობრივად აორმაგებს და შესაბამისად
მოთხოვნა მათ პროფუქციაზე საკმაოდ მაღალია.
„ტუმბოს“ დამფუძვნებლის
განცხადებით ე.წ. სარწყავი ტუმბოების ღირებულება
დაახლოებით 2 -3 ათასი ლარია და თუ გავითვალისწინებთ ყურძნის ფასს და მორწყვის შედეგად
გაზრდილ მოსავლიანობას, ტუმბოში გადახდილი თანხის ამოღება პირველივე წელს ხდება.
რაც შეეხება ბაზარზე არსებულ
სიტუაციას. კონკურენცია მაღალია და ჯანსაღი, რაც განაპირობებს, არჩევანის საშუალებას.
როგორც ირკვევა ამჟამად ბაზარზე „ტურბოს“ პროფილის
ათამდე კომპანია ოპერირებს,თუმცა ბატონი ზურაბის განმარტებით, მათი უპირატესობა არის
ის, რომ აქვთ დიდი ასორტიმენტი და მარაგი. შესაბამისად მომხმარებელს არ უწევს ლოდინი
და დროის კარგვა სასურველი პროდუქციის მისაღებად.
„ტუმბო“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც კორპორატიულ
დამკვეთებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან. მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებშიც. აქტიური
ურთიერთობა აქვთ სამშენებლო კომპაიებთან, რომლებსაც საძირკვლიდან მღვრიე წყლის საქაჩი
ტუმბოებით ამარაგებენ. ასორტიმენტში აქვთ, ასევე სახანძრო და სატუმბო სადგურების მოწყობილობები.
ტენდერების წილი შემოსავლებში საკმაოდ მცირეა (ბრუნვის
10%) და კომპანია აქცენტს ძირითადად კერძო შეკვეთებზე აკეთებს. გაყიდვები ძირითადად
დილერების მეშვეობით, ხორციელდება, რომლებიც კომპანიას საკმაოდ მრავლად ყავს. აქვთ
ასევე მაღაზიათა ქსელი „ტურბოს“ ბრენდის ქვეშ
და ფრანჩაიზიც.
როგორც უკვე ითქვა, კოვიდ
პანდემის მიუხედავად, რომელმაც ბევრ კომპანიას და ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა,
„ტურბო“ ვითარდება და შემოსავლების ნაკლებობას არ უჩივის.
„პანდემიის მიუხედავად
გვაქვს წინსვლა და თან საკმაოდ სერიოზული. მაგალითად 2019 წელს 2018 წელთან შედარებით
დაახლოებით 53%-იანი ზრდა გვქონდა,ხოლო მიმდინარე წელს ზრდამ 28 % შეადგინა“,- განაცხადა
ბატონმა ზურაბმა.
ამ ეტაპზე კომპანიაში
19 ადამიანია დასაქმებული, თუმცა აქტიურად იყენებენ აუთსორ მსახურებსაც. აუთსორზეა
გატანილი ფეისბუქ მენეჯმენტიც, ანუ ე.წ. ციფრული მარკეტინგი.
„ ეს ყველაფერი კი განაპირობებს კომპანიის მოქნილობას და შესაბამისად წარმატებასაც“,
აცხადებს ბიზნესმენი.
თუმცა, კოვიდმა უარყოფითი
კვალი კომპანიაზე მაინც დატოვა. როგორც გაირკვა, დაიხურა კომპანიის მაღაზია ბათუმში
და მიზეზად პანდემიის გამო, ბათუმში მშენებლობების შემცირებული ინტენსივობა სახელდება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პანდემიის მიუხედავად კომპანიაში არ შემცირებულა ხელფასები
და არც თანამშრომლების შემცირების აუცილებლობა დამდგარა, გარდა ბათუმისა, სადაც ერთი
სამუშაო ადგილი გაუქმდა.
ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად
ბატონი ზურაბი - ლარის გაუფასურებას ასახელებს.
მისი თქმით, „ტუმბოს“ პროდუქციის 100 % იმპორტირებულია, შესაბამისად, ვალუტის კურსის
ცვალებადობა იწვევს პროდუქციის თვითრირებულების
ზრდას. ამავე მიზეზით გართულებულია საბანკო სესხების მომსახურებაც.
„ეს ყველაფერი კი იწვევს ჩვენი პროდუქციის გაძვირებას“.
საერთო ჯამში, ვირუსის და პანდემიის პირობებში „ ტუმბოს“ პროდუქციაზე, ფასები გასულ
წელთან შედარებით - 10 %-ი გაიზარდა.
პრობლემად სახელდება ასევე
გართულებული ლოჯისტიკა, ანუ პანდემიის გამო გადაადგილებაზე და მობილობაზე დაწესებული
შეზღუდვები. გართულდა ასევე ტვირთის თანმდევი დოკუმენტაციის მიღება და შესაბამისად
განბაჟების პროცედურები,თუმცა სახელმწიფოს ჩარევის შედეგად, ეს პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.
ამ ეტაპზე პრობლემად რჩება მხოლოდ, საკონტეინერო გადაზიდვების შეფერხება ჩინეთიდან.
სამომავლოდ იგეგმება მიწის ნაკვეთის შეძენა, სადაც ახალი სასაწყობო მეურნეობის
მოწყობა იგეგმება, ისევე, როგორც პროდუქციის ასორტიმენტის ზრდაც. კერძოდ
მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილებების, ანუ ჰელიოსისტემებთან ადაპტირებული ტუმბოების შემოტანა-რეალიზაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss