| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC ) – პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები ბიზნესის
პერსპექტივებს ხედავენ, - იოსებ არჩვაძე ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიშის
შეფასებისას აღნიშნა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას განსხვავებულ ვითარებაში მოუწია მუშაობა, გლობალური პანდემიის გამო.
პრიორიტეტი მიენიჭა მოსახლეობის
სამედიცინო დაცვის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის ამოცანები, რასაც დაექვემდებარა
ეკონომიკური საქმიანობა და გატარებული ღონისძიებები.
ექსპერტმა თავის ფეისბუქ გვერდზე, ყურადღება
გაამახვილა მთავრობის საქმიანობის 4 მიმართულებაზე :ჯანდაცვის სფეროსადმი
აღმოჩენილ დახმარებაზე, რასაც დაექვემდებარა მანამდე არნახული მასშტაბების (ფინანსური, მატერიალური,
ადამიანური) სახელმწიფო რესურსები (მათ შორის საზღვარგარეთიდან მოზიდული);
პანდემიით გამოწვეული კრიზისისაგან დაზარალებული მოსახლეობის სოციალური
მხარდაჭერის პაკეტზე; ეკონომიკური
კრიზისისაგან ყველაზე დაზარალებული სფეროებისათვის (მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ
შორის სასტუმროები, რესტორნები და ა.შ.)
„მაშველი რგოლის“ გადაგდება სუბსიდირების სახით და ინფრასტრუქტურული
პროექტების განხორციელებაზე. „ყველა მათგანი ხორციელდებოდა სტრუქტურული რეფორმების
პერმანენტული განხორციელების რეჟიმში, რომელიც მიმართული იყო კერძო სექტორის
შემდგომი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, კაპიტალის ბაზრის განვითარების,
ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებისა და მიმზიდველი საინვეტიციო გარემოს
ფორმირებისათვის,“ - განაცხადა ექსპერტმა.
„პანდემიის მიუხედავად, როგორც
ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთელი ინვესტორები ოპტიმისტურად უყურებენ ბიზნესის
პერსპექტივებს საქართველოში. მარტო მომპოვებით მრეწველობაში პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობა მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
2.2-ჯერაა გაზრდილი, ხოლო წლის დასაწყისიდან უკვე გაცემულია 435 ლიცენზია
საქართველოს წიაღისეულით სარგებლობაზე.
ყველაფერი ეს ქმნის საკმაოდ მძლავრ კუმულატიურ დადებით მუხტს, რომ 2021 წელს
ეკონომიკაში დაფიქსირდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიური დინამიკა
(გათვალისწინებულია მშპ-ის 4.3%-იანი ზრდა - მომდევნო წლებში კიდევ უფრო მაღალი
დინამიკის მიღწევის პერსპექტივით). შესაბამისად, არის ქართველი ხალხის სურვილი,
ხელისუფლების პოლიტიკური ნება და საკმარისად დაგროვილი მატერიალური,
ინტელექტუალური და ინსტიტუციური რესურსი საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და
დინამიური განვითარებისა და ამ ასპექტით რეგიონული ლიდერის როლის შესასრულებლად,“
- განაცხადა იოსებ არჩვაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss