ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მოსახლეობას პასუხიმგებლიანი მთავრობა ყოველთვის დაეხმარება
14 დეკემბერი, 2020, 19:25
მოსახლეობას პასუხიმგებლიანი მთავრობა ყოველთვის დაეხმარება

თბილისი (GBC) - 2020 წლის საქმიანობის შესახებ, ნათია თურნავას პრეზენტაციას, ფეისბუქ-გვერდზე, პოსტით ეხმაურება შოთა გულბანი, რომელიც  რამდენიმე მნიშნელოვანი გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას 


„თუ ავიღებთ პანდემიამდელ პერიოდს, ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით 2019 წელი საკმაოდ წარმატებულად დახურა. მშპ გაიზარდა 5%-ით, საქონლის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც წმინდა ექსპორტი სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. რეკორდულად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 7% შეადგინა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. ქვეყანამ გაიუმჯობესა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები და პოზიციები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბიზნესის საკეთებლად,“ - განაცხადა შოთა გულბანმა. მისი შეფასებით, ყოველივე ეს საფუძველი გახდა იმისა, რომ კრიზისულ პერიოდში მთავრობამ სწრაფ ტემპში შეძლო საგარეო მხარდაჭერის მობილიზება.


„არცერთი პასუხისმგებლიანი მთავრობა არ იტყვის უარს კრიზისულ პერიოდში მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერაზე. შესაბამისად გაგრძელდება, როგორც 200 ლარიანი 6 თვიანი დახმარება, ისე 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები თვითდასაქმებულთათვის. საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის და კომუნალურების სუბსიდირება,“ - განაცხადა გულბანმა.

„კრიზისიდან გამოსვლის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარებისთვის, ხელისუფლებამ გაათმაგებული აქცენტით უნდა იმუშაოს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაზე. ამ მხრივ დამაიმედებელი სიგნალია  საქართველოში საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური IT კომპანიების გამოჩენა: კომპანია EPAM Systems და კომპანია Exadel. მათი ოპერირება ჩვენს ქვეყანაში არ გულისხმობს მხოლოდ გარკვეული ოდეობის თანხების ინვესტირებას, არამედ მათი ნოუ ჰაუს და გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი მაღალანაზღაურებადი კადრების გადამზადებას და სხვა საერთაშორისო ინვესტორებისთვის სტიმულის მიცემას, რომ  ჩვენს ბაზარზე შემოსვლა და აქედან საერთაშორისო ბიზნესის კეთება, მიმზიდველია,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები