| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს - 2020 -ის შეფასებისას ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის განვითარებისთვის საკანონმდებლო ბაზის მოწყობის დასრულებაზე განაცხადა. ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ნაწილია ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს.
"2020 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ან მშენებლობის ეტაპზე გადავიდა 670 მგვტ-მდე ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროსადგურები. დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 230 მგვტ სიმძლავრის, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გარდაბანში. ცოტა ხნის წინ დასრულდა ინტერესთა გამოხატვა კიდევ ერთ, 272 მგვტ სიმძლავირს თბოსადგურისთვის, რომლის მშნებლობაც უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე განხორცილდა უმარავი პროექტი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით: აშენდა ორი ახალი მაგისტრალური მილსადენი, ქვესადგურები, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები...“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss