| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Tesla–სა და SpaceX–ის დამფუძნებელი ილონ მასკი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეორე ადგილი დაიკავა, პრობლემად ის ეკონომიკური განათლება დაასახელა, რომელსაც ბიზნეს–სკოლები აძლევენ მსმენელებს. ამის შესახებ ტელეარხი Fox იუწყება.
ტექნოლოგიური გიგანტების მფლობელი საზრით, კომპანიის
ხელმძღვანელის MBA
ხარისხი (საქმიანი ადმინისტრირების მაგისტრი), უმეტესად
ნიშნავს, რომ ის ციფრებზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე საკუთარ პროდუქტზე. მასკი აღნიშნავს,
რომ აშშ–ში დღეს სულ უფრო მეტი კომპანია ჩნდება, რომლებისთვისაც MBA
ხარისხი სხვა ღირსებებზე მნიშვნელოვანია და ეს უკვე პრობლემაა.
გამოცემა The Wall Street Journal–ის მიერ ორგანიზებულ
ყოველწლიურ შეხვედრაზე, სადაც კომპანიების ხელმძღვანელები იკრიბებიან, მასკმა მიანიშნა,
რომ ხელმძღვანელები ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ დირექტორთა საბჭოების შეკრებებზე და
ზედმეტ ყურადღებას აქცევენ ფინანსურ მაჩვენებლებს. გარდა ამისა, აღნიშნა ბიზნესმენმა,
როდესაც ის იგივეს აკეთებდა, კომპანიის საქმეები უკან მიდიოდა. წარმატებაში კი საწარმოში
მეტი დროის გატარება და საკუთარი პროდუქტების გამოყენება ეხმარებოდა.
თავად მილიარდერს MBA ხარისხი არ გააჩნია. თავის დროზე
სტენფორდის უნივერსიტეტში ასპირანტურაც მიატოვა. მასკს დღეს არ უთქვამს პირველად, რომ
ეჭვი ეპარება აკადემიური განათლების მნივშნელობაში.
ილონ მასკის Tesla 21 დეკემბერს შევა S&P500-ის სიაში. ამასთან, კომპანიის კაპიტალიზაცია უკვე $600 მლრდ–ს ასცდა და
ის ინდექსში სიდიდით მეექვსე კომპანია გახდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss