ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბაქო–ნახიჩევანი–თურქეთის რკინიგზა და საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები
11 დეკემბერი, 2020, 11:11
ბაქო–ნახიჩევანი–თურქეთის რკინიგზა და საქართველოს სატრანზიტო პერსპექტივები

თბიისი (GBC) - სარკინიგზო პროექტს „თურქეთის კარიბჭე“ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გავლით, უდიდეს სტრატეგიულ უპირატესობას ფლობს.


ამის შესახებ, აზერბაიჯანულ სააგენტო რეპორტს მსოფლიო ენერგეტიკული საბჭოს თურქეთის ნაციონალური კომიტეტის ენერგეტიკული დიპლომატიის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ, ახლოაღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ოქთაი ტანრისევერმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტი, უპირველესად, თურქეთ–აზერბაიჯანს შორის უმოკლეს სტრატეგიულ დერეფანს შექმნის და მჭიდროდ დააკავშირებს ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დანარჩენ რეგიონებთან. მეორეს მხრივ, თურქეთი და აზერბაიჯანი, დაამყარებენ რა მჭიდრო კავშირებს ცენტრალური აზიის თურქულენოვან სახელმწიფოებთან, მნიშვნელოვან სავაჭრო დერეფანს გახსნიან ჩინეთთან.

ტანრისევერმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს თურქეთ–აზერბაიჯანს შორის ორმხრივ ვაჭრობასა და გადაზიდვების ტარიფების შემცირებაში.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ პროექტი „თურქეთის კარიბჭე“ გარკვეულ გავლენას მოახდენს ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის პერსპექტივებზე, თუმცა ეს უმნივშნელო იქნება. მისივე თქმით, ბაქო–თბილისი–ყარსი შეინარჩუნებს თავის  სტრატეგიულ დანიშნულებას, განსაკუთრებით აზერბაიჯანის ჩრდილოეთ რეგიონებისთვის. ექსპერტი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ბაქო–თბილისი–ყარსისა და ბაქო–ნახჭევანი–თურქეთის რკინიგზების ინტეგრირების წინადადებითაც გამოდის.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. ეს ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აერთიანებს, რუსეთის გვერდის ავლით. ეს აზია–ევროპას შორის უმოკლესი სარკინიგზო მარშრუტია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები