| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - TBC კაპიტალის სასტუმროების გამოკითხვის მიხედვით (09.12.2020), დეკემბრის სამომავლო დატვირთულობა 10%-ს არცერთ რეგიონში არ აღემატება.
კერძოდ, დეკემბრის სამომავლო დატვირთულობამ 1% შეადგინა ზღვისპირა სასტუმროებში, 3% თბილისში და 6% სხვა რეგიონებში, ხოლო კახეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 7% დააფიქსირდა.
გასულ კვირასთან შედარებით, უქმეების დატვირთულობა შემცირდა ყველა რეგიონში, გარდა კახეთისა.
არსებული ჯავშნების მიხედვით, ნოემბერში ყველაზე დიდი ფასდაკლებები სხვა რეგიონების სასტუმროებში დაფიქსირდა, რასაც თბილისი და კახეთი მოყვება. ზღვისპირა სასტუმროებმა შედარებით დაბალი ფასდაკლებები შესთავაზა მომხმარებლებს.
გამოიკითხა 26 ბრენდირებული სასტუმრო. რადგან ადგილობრივი ტურისტები ძირითადად წინასწარ არ ჯავშნიან სასტუმროებს, ფაქტობრივი დატვირთულობები სამომავლო დატვირთულობებს აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss