ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მედეა დაგვიბრუნებს ისტორიულ ნიშას
11 დეკემბერი, 2020, 12:20
მედეა დაგვიბრუნებს ისტორიულ ნიშას

თბილისი (GBC) - ტრადიციული ხალხური მედიცინა, ინოვაციები,  გამოცდილება, -  საქართველოს პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომის გახსნაზე, ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის ჯანდაცვის სექტორის რეფორმირებაზე განაცხადა, ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, ერთიანი  სტრატეგიის შექმნაზე.

 

სალომე ზურაბიშვილის  თქმით, ეკონომიკას ახალი პარადიგმა სჭირდება, მხოლოდ ბაზრის პრინციპებზე აგებული ვერ უპასუხებს  ახალ გამოწვევებს."უნდა შეიქმნას ერთიანი ბრენდი ** მედეა", რომელიც  ბუნებრივ და ისტორიულ ნიშას დაგვიბრუნებს რეგიონსა და მსოფლიოში".

 

კავკასიური მშვიდობის პლატფორმა

უახლესი ისტორიის გადაფასება

ევროკავშირთან აქტიური 2 მხრივი პროცესი

შავი ზღვის უსაფრთხოების მრავალმხრივ პროცესში ახალი ინიციატივები, -

 

პრეზიდენტმა რეგიონსა  და მთლიანად მსოფლიოში საქართველოს როლის გაძლიერების ამოცანები და მექანიზმები ჩამოთვალა.

 

აღნიშნა, რომ  საზოგადოება დაიღალა ერთ წრეზე ტრიალით, მუდმივი ბრძოლით, 2 პოლიტიკურ პოლუსს შორის, შევარდნაძის და ზვიად გამსახურდიას მმართველობიდან მოყოლებული. ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება.

 

საპარლამენტო გამოსვლის დასასრულს, სიტყვა, რეგლამენტის თანახმად, უხუცეს დეპუტატს გადასცა, ლადო კახაძეს, რომელმაც  88 დეპუტატს მიმართა.  საზოგადოებას  დამშვიდება ურჩია და  ქვეყანას პანდემიიდან ღირსეულად და უსაფრთხოდ გამოსვლა. 


**მედეა - ყველაზე ცნობილი ქართველი (კოლხი), ყველაზე დიდი ქალი მითოსური პერსონაჟი მსოფლიოში (ავტორი: ევრიპიდე). მედეა გაღმერთებული იყო ბერძნულ ლიტერატურაში (თეოგონია), მისი ქმარი იასონი კი საპატიო  მოკვდავად აღიარებული, ცოლად რომ ჰყავდა ქალღმერთი, იმ ნიშნით. მედეას მოღვაწეობა წყაროებში ძველი წელთაღრიცხვითით  XIII საუკ. თარიღდება (ტროას 1 124 წელს დაცემის დაშვებით). მიიჩნევა, რომ მხოლოდ მითოლოგიური გმირი კი არა ისტორიული პირი იყო, ბევრი დამსახურებით, მათ შორის, მედიცინის ფუძემდებლის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები