ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველაზე მსხვილი საავადმყოფოები - TOP 5
10 დეკემბერი, 2020, 17:21
ყველაზე მსხვილი საავადმყოფოები - TOP 5

თბილისი (GBC) - ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილ მიმწოდებლად საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (GHG) რჩება. 2019 წელს ქვეყანაში მთლიანი ჰოსპიტალიზაციის 17% სწორედ ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკებზე მოდიოდა.


GHG-იმ წლის პირველ კვარტალში 260 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. თუმცა, ჯგუფის შემოსავლების უდიდესი წილი (170 მლნ წლის პირველ კვარტალში) ფარმა ბიზნესზე მოდის. ჯგუფის მფლობელობაშია ევექსის კლინიკები.

 

ბაზარზე ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლით, მე-2 "ავერსია". G&T-ის მონაცემებით, მთლიანი წილის 8%  ავერსის კლინიკებზე მოდის. მე-3  Geo Hospital-ია, 6% sსაბაზრო წილით.

 

2%-იანი წილი აქვს Gormed-ს. ასევე 2-2% Vivo medical group-ს  და გუდუშაურის კლინიკას.

 

G&T-ის კვლევის მიხედვით ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა ორი ფაქტორის გამო მზარდია: სახელმწიფოს დაფინანსება და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების მატება. 2010-2019 წლებში სახელმწიფოს დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამჯერ გაიზარდა და 1.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. შედეგად ე.წ. ჯიბიდან გადახდები 73%-დან 56%-მდე შემცირდა. თუმცა ეს მაჩვენებელი კვლავ რამდენჯერმე აღემატება ევროკავშირისას, სადაც ჯანდაცვის სერვისების მისაღებად ჯიბიდან გადახდები მთლიანი გადახდების მხოლოდ 16%-ს შეადგენს. მთავრობის გეგმით 2030 წლამდე ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი 30%-მდე უნდა შემცირდეს.

 

2019 წელს 1000 მოქალაქეზე ქვეყანაში 4.7 საწოლი მოდიოდა. ეს კი ევროპის ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შედეგად საავადმყოფოების დატვირთულობა გასულ წელს სრულად არ იყო შევსებული.

 

კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში ექთნების დეფიციტი, რაც ექიმების პროდუქტიულობას ევროპელ ექიმებთან შედარებით გაცილებით ზრდის. კერძოდ, საქართველოში ერთ ექიმზე 0.6 ექთანი მოდის, მაშინ როცა ევროპაში თითო ექიმზე 2-3 ექთანი მოდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები