| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ზურა გირჩი ჯაფარიძე, საპარლამენტო კომისიის შექმნით, გაყალბების მასშტაბის დადგენას ეჭქვეშ აყენებს. რუსთავი 2 -ს განუცხადა, რომ ოპოზიციის წევრების ხელმოწერილი ოქმების გადათვლა, ვერ გამოაშკარავებს კარუსელს, არც ნებისმიერი სხვა დარღვევის მასშტაბს, რაც მე-10 მოწვევის პარლამენტის 31 ოქტომბრის (21/11 - II ტური) არჩევნების შედეგების რევიზიისას არსებითია.
რადგან დამოუკიდებელი საქართველოს არსებობობის პერიოდის არჩევნებში, ერთადერთია დარღვევების სიმრავლით და ასევე გამონაკლისია, ამავე ნიშნით დამკვირვებლების შეფასებებით.
მე-5 რაუნდის შეხვედრის ჩაშლაზე ჰკითხეს და აღნიშნა, რომ კობახიძის არასაკადრისი წინადადების შემდეგ კონსტრუქციული ატმოსფერო დაირღვა, რაც ფასილიტატორებს ჰქონდა შექმნილი. პარტიებმა შეკრების აზრი ვეღარ დაინახეს.
ოპოზიციაში გაერთიანებული პარტიების ქუჩის არჩევანზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ ზოგიერთ პარტიას რიგგარეშე არჩევნების მიღწევის მხოლოდ აღნიშნული გზა ესახება. ყოფილი თანაგუნდელები, ხვიჩია და მეგრელიშვილი, 11 დეკემბერს, პარლამენტში იქმნებიან თუ ქუჩაში არ იცის. თვითონ გირჩის ოფისში აპირებს ყოფნას.
პარლამენტში არ შესვლის პროცედურებს, ცერემონიებში მონაწილეობის გარეშე გაივლის. არც მანდატების განულების სანახაობას დაესწრება. ამბობს რომ სიტყვის კაცია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss