| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სიმპტომებიანებში Covid19-ის გამოსავლენად 24-48 სთ-ის ნაცვლად უკვე 15 წთ გვჭირდება, - ამირან გამყრელიძემ ხუთშაბათის სხდომის შემდეგ, სწრაფი გამოვლენის პრიორიტეტზე განაცხადა, ვირუსიანების სწრაფი იზოლირებისთვის. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ოდნავი ოპტიმიზმის საფუძველი უკვე გაჩნდა.
აღნიშნა, რომ 4 000 - 5 000 ინფიცირების სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში მართვა ოპტიმალურია. რატომ არ შეკავდა ვურისი, - ჟურნალისტის კითხვა გაუკვირდა. მისი თქმით 1-2 დღეში ვირუსი არ კავდება. ამას სახელმწიფოს, ექიმების და მოსახლეობის სინქრონიზებული ქმედება სჭირდება. პაატა იმნაძის ინფორმაციით ვირუსი უყკვე შეკავებულია.
გამყრელიძემ წარსულის რევიზიისგან თავი შეიკავა, რადგან ამის დრო არ არის. ინფექციის მართვაში ხარვეზები არ გამორიცხა, რაც ნებისმიერ საქმიანობას ახლავს, საბედისწერო შეცდომები კი გამორიცხა. დაადასტურა, რომ პანდემიას პოლიტიკურმა პროცესებმა შეუწყო ხელი.
გამყრელიძემ პირობა დადო, რომ თუ წესებს დავიცავთ, რაც მხოლოდ პირბადის მიფარებას არ გულისხმობს, ინფიცირების დღიური შემთხვევები 2-3 კვირაში განახევრდება. წესების დაცვა მოიცავს, სან-ჰიგიენის დაცვას, ჰოსპიტალიზაციას და ტესტირებასაც.
ბოლო 24 სთ-ში 2 067 ინფიცირებულია თბილისში გამოვლენილი, 708 ინფიცირებულით, მე-2 ადგილზეა იმერეთი, აჭარაში კი უკვე 331 -მდეა შემცირებული.
ეპიდემიის მთავარ მმართველს დაფინანსებაზეც ჰკითხეს. უპასუხა, რომ ზუსტად დაიანგარიშებს. მიახლოებით კი თითო სწრაფი ტესტი 5-6 აშშ დოლარი ($) ღირს. PCR ტესტი, რეაქტივის და დამატებითი პროცედურით $20-24 ჯდება. PCR ტესტირება 120 ლარი ღირს 100 000 -დამ 35 000-ია გატესტილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss