| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პოლონეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ევროკავშირთან 7–წლიანი ბიუჯეტი შეათანხმებაზე განაცხადეს, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ევროპის ეკონომიკას გადაარჩენს, წერს სააგენტო Bloomberg.
პოლონეთის ვიცე–პრემიერის იაროსლავ გოვინის თქმით, ვარშავამ და ბუდაპეშტმა შეძლეს ევროკავშირის თავმჯდომარე გერმანიასთან მოლაპარაკება და 2021–2027 წლების ბიუჯეტის შეთანხმება. მისი მოცულობა 2,2 ტრლნ ევრო იქნება, ნაცვლად 960 მლრდ–სა 2014–2020 წლებში.
მთლიანი ბიუჯეტიდან 750 მლრდ ევრო ევროპის ეკონომიკის
მხარდაჭერაზე მიიმართება, რომელიც ევროკიმისიის მიერ ობლიგაციების განთავსებით დაფინანსდება.
500 მლნ ევრო კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს გრანტის სახით მიეცემათ,
ხოლო დამატებით 250 მლრდ ევროს – შეღავათიანი სესხების სეხით მიიღებენ. ბიუჯეტის დანარჩენი
ნაწილი წევრი ქვეყნების შენატანებით შეივსება.
მანამდე, 7–წლიანი ბიუჯეტი პოლონეთისა და უნგრეთის მიერ
იყო დაბლოკილი, ვინაიდან არ ეთანხმებოდნენ თანხების განაწილების პრინციპს. თავდაპირველი
ვერსიით, ბიუჯეტი იმის მიხედვით უნდა განაწილებულიყო ქვეყნებზე, თუ რამდენად იცავენ
კანონის უზენაესობის პრინციპს. ვარშავა და ბუაპეშტი არაერთხელ გამხდარან კრიტიკის ადრესატი
ბრიუსელის მხრიდან კანონმდებლობიდან გადახვევის გამო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss