| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აშშ–ის წარმომადგენელთა პალატამ რუსულ გაზსადენს სანქციები
დაუკანონა
ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს, 8 დეკემბერს,
ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტს. დოკუმენტს მხარი
335–მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგ მხოლოდ 78 წავიდა. დოკუმენტი თავდაცვის სამინისტროსა
და პროფილური სფეროების პროგრამებისთვის, ასევე ხელფასების 3%–ით გაზრდისთვის
$740,5 მლრდ–ის გამოყოფას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, დოკუმენტი ახალ სანქციებს ითვალისწინებს,
რომლებიც რუსული სახელმწიფო გიგანტის, „გაზპრომის“ ორ სტრატეგიულ გაზსადენს შეეხება:
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ და „თურქული ნაკადი“. საუბარია საჯარიმო ზომებზე იმ კომპანიებისთვის,
რომლებიც რუსეთს მიჰყიდიან, ან იჯარით მისცემენ ზღვის ფსკერზე მილგამყვან ხომალდებს.
სანქციებს დაექვემდებარებიან ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც პროექტში ჩართულ ხომალდებს
დააზღვევენ.
აშშ–ის ახალი თავდაცვითი ბიუჯეტი განუხორციელებელს დატოვებს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანასთან
დაკავშირებით. გერმანიის ტერიტორიაზე დღეისათვის 35 000 ამერიკელი ჯარისკაცი განლაგებული.
ტრამპის გეგმის თანახმად, ნატო–ს მიმართ გერმანიის ვალის სანაცვლოდ, ქვეყდნის ტერიტორიიდან
12 000 ჯარისკაცი უნდა გაეყვანა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss