ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ელისაშვილი& მოქალაქეობაზე ხელს არ აიღებს
9 დეკემბერი, 2020, 19:10
ელისაშვილი& მოქალაქეობაზე ხელს არ აიღებს

თბილისი (GBC) - მე-3 რაუნდამდე, გირჩი, მე-5 რაუნდამდე კი ოპოზიციაც გაიშალა.  ფასილიტატორებთან 10 დეკემბრის 11:00 სთ -ის შეხვედრამდე ელისაშვილი&მოქალაქე უკვე ცესკოს დაკომპლექტების, ხმის მიცემის და ბიულეტენის ჩაგდების პროცედურების განხილვითაც კმაყოფილია. დიპლომატების მადლობელია, ტექნიკურ დეტალებზე  დახარჯული საათებისთვის. მომრიგებლების ფასდაუდებელ ღვაწლზე რუსთავი 2 თან ჩართვაში განაცხადა, "უარი ვთქვათ პარლამენტში შესვლაზე" -1 ნოემბრის თავისივე მოწოდება აღარ გაუმეორებია, თუმცა ნაწყენია, როგორც თავად თქვა "ბოკერიას პარტიის ხალხის" საბოტაჟით, მხოლოდ იმ საბაბით, რომ უგულავა-ბოკერია პარლამენტში ვერ ხვდებიან. 

 

"ელისაშვილიც კი რომელიც ოპოზიციაში ფორმალურად ითვლება", - გიგა ბოკერია ელისაშვილთან სოლიდარობაზე აცხადებს. ამბობს, რომ შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებია, არც არაფერი დაუბრალებია და სამარცხვინოდ მიაჩნია, რომ ელისაშვილი მას აბრალებს, რომ ელისაშვილს დააბრალა.


"ნაციონალური მოძრაობაც კი მჭირდება", - არც გირჩის  ერთი ნახევარი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს რომ ოპოზიციაში გაერთიანებულ სხვა პარტიას აყენებს შეურაცხყოფას. მისი თქმით, თუ ელისაშვილისთვის ცესკოს დაკომპლექტება შეთანხმებაა, მისთვის მხოლოდ  ინსტრუმენტია. მას კონსესუსი სჭირდება და არა ერთმანეთის დედის ტ.....ის გინება. "კაცი შვილმა არ იცის ვინ ვის რატომ აგინებს დედას", - მეგრელიშვილისგან განსხვავებით, მისი თანაგუნდელი იაგო ხვიჩია დეპრესიული ჩანდა. რუსთავი 2 -თან თქვა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად გაუარესდა.


გიორგი ვაშაძე არ აპირებს "არავის განრიგზე აწყობას, ირმა ნადირაშვილი არ აპირებს  პარლამენტში გადატანილ ცირკში მონაწილეობას,... ისეთი პირი უჩანს ვინ რას აპირებს მე-5 რაუნდში კი არა ვადამდელ არჩევნებზეც ვეღარ გაირკვევა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები