| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთში საექსპორტო ბუმია. ჩინეთში საქონლის ექსპორტი ნოემბერში, მოულოდნელად, მკვეთრად გაიზარდა და წლიურ გამოსახულებაში 21,1% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საბაჟო სამსახური ავრცელებს.
ამავე დროს, ჩინეთში იმპორტი, პროგნოზების მიუხედავად, წლიურ გამოსახულებაში მხოლოდ 4,5%–ით გაიზარდა, რაც ოდნავ ნაკლებია ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – 4,7%.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მთლიანი ზრდა 13,6%–ით ნიშნავს, რომ ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპით გაიზრდება, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ზაფხულის შემდეგ ჩინეთში კორონავირუსი კონტროლს ექვემდებარება და ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა.
იმ დროს, როდესაც დანარჩენი მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის
გამო რეცესიაშია, მიმდინარე წელს ჩინეთი ერთადერთი მხვილი ეკონომიკაა, სადაც ზრდა დაფიქსირდება.
ექსპერტების ვარაუდით, ჩინეთის მშპ წელს 2 – 2,2%–ით გაიზრდება.
მნიშვნელოვანი ინდიკატორები მიანიშნებენ, რომ ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის ეკონომიკა წლის ბოლომდე 5,5%–ით გაიზრდება. ზოგიერთი ჩინელი ექსპერტის
პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 6%–ს მიაღწევს. მესამე კვარტალში ჩინეთის მშპ 4,9%–ით გაიზარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss