| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პუტინისადმი ნდობა წლის მინიმუმზეა. რუსეთის მოქალაქეების ნდობა პრეზიდენტ პუტინისადმი წლის მინიმალურ ნიშნულამდეა დავარდნილი.
რუსი პოლიტიკოსებისადმი ქვეყნის მოქალაქეების ნდობის
რეიტინგი სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა წარმოადგინა. საუბარია
ღია გამოკითხვაზე, როდესაც რესპონდენტი თავისით ასახელებენ პოლიტიკოსების სახელებს,
რომლებსაც ენდობიან.
ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად,
ვლადიმირ პუტინი ღია გამოკითხვის მონაწილეთა მხოლოდ 26%–მა დაასახელა. ეს წლის დასაწყისიდან
მინიმალური მაჩვენებელია.
რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ენდობიან თუ არა რუსეთის
ფედერაციის პრეზიდენტს, ამ შემთხვევაში პუტინს ნდობა გამოკითხულთა 66%–მა გამოუცხადა.
თუმცა, ესეც ბოლო თვეების მინიმალური მაჩვენებელია.
ღია გამოკითხვაში მეორე ადგილს თავდაცვის მინისტრი შოიგუ
იკავებს (13%), ხოლო დახურულ გამოკითხვაში მეორე ადგილს პრემიერი მიშუსტინი 54,5%–ით
იკავებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss