ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მე-3 რაუნდი დაიშალა
7 დეკემბერი, 2020, 17:15
მე-3 რაუნდი დაიშალა

თბილისი (GBC) – პატიმრების საკითხი  განსახილველია სამართლებრივ ჭრილში, - მე-3 რაუნდის შეხვედრის შემდეგ,  აშშ-ის ელჩის რეზიდენციიდან  გამოსულმა  ირაკლი კობახიძემ  არ დაადასტურა მე-4 რაუნდში , მმართველ პარტიას კვლავ ის წარადგენს, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, კახა კალაძესთან დაწყვილდება თუ სხვა წყვილი მიიღებს მონაწილეობას. კობახიძეს 8 დეკემბრის მე-4 რაუნდის შეხვედრაზე, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე, ჟურნალისტებმა ჰკითხეს. 


ოპოზიციის ლიდერებმა ფასილიტატორებთან შეხვედრის დეტალების გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს, რადგან მომლაპარაკებლის მოედანზე მათ წესებს იცავენ, "მე რომ  მკითხო დასამალი არც არაფერია, მაგრამ ...", - გირჩის  ლიდერმა  ზურა ჯაფარიძემ ცესკოს დაკომლექტების შესაძლო ცლილებაზე მხოლოდ მინიშნებები გააკეთა, არასამთავრობოების საინიციატივო ჯგუფზე,  ჟურნალისტების  კითხვის საპასუხოდ. "გირჩი კი არ დაიშალა, გაიშალა", - არც შიდაპარტიულ არეულობაზე გააკეთა კომენტარი. 


მე-3 რაუნდიდან უკმაყოფილო  გამოვიდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი  გრიგოლ ვაშაძე ,- " კომპრომისი ჰორიზონტზე ჯერ არ ჩანს".

გიორგი ვაშაძე კი შეეცადა ომახიანი კომენტარი პოზიტიურიც გამოსვლოდა, მაგრამ  "პრემიერობის კანდიდატს " მოკლე კომენტარი მოუწია, რადგან მე-3 რაუნდიდან  "პრემიერობის სხვა კანდიდატებიც" გამოვიდნენ. 


"ნამდვილად საქმიანი და პოზიტიური იყო შეხვედრა, გავიარეთ აბსოლუტურად ყველა საკითხი", - მისი ინფორმაციით, მე-4 რაუნდამდე ოპოზიციას შიდა განხილვები ექნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები