ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებს სტრესტესტის ბუფერი ჯერ არ მოეთხოვება
7 დეკემბერი, 2020, 15:51
ბანკებს სტრესტესტის ბუფერი ჯერ არ მოეთხოვება

თბილისი (GBC) - საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებსაც იყენებს. სხვადასხვა რისკის რეალიზების შემთხვევაში, აღნიშნულმა მოთხოვნებმა უნდა უზრუნველყოს ზარალების შეწოვა და ბანკის მუშაობის გაგრძელება, როგორც ნორმალურ, ასევე სტრესულ პერიოდებში.

სტრესული პერიოდისთვის, საკმარისი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების (ე.წ. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი) დასაწესებლად, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებული მხარეებისთვის სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. მასში დეტალურად არის აღწერილი კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მეთოდოლოგია, მათ შორის, გამოყენებული სცენარის, დაშვებების და თითოეული რისკის მიმართ მიდგომების გამჟღავნება.

წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი, სახელმძღვანელოში განსაზღვრული სცენარებისა და რისკ-ფაქტორების რეალიზების შემთხვევაში, დანაკარგების მიღების მიუხედავად, კომერციული ბანკის საზედამხედველო დეფოლტისაგან დაცვას უზრუნველყოფს.

ბუფერინორმალური ეკონომიკური ციკლის პერიოდში წესდება და სტრესულ პერიოდში მცირდება, რათა თავიდან იქნას აცილებული კაპიტალის მიმართ პროციკლური მოთხოვნა.

შესაბამისად, სახელმძღვანელოთი განსაზღვრული წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი დაწესდება მას შემდეგ, რაც ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ბანკებისთვის კაპიტალის ის ბუფერები აღდგება, რომელიც, პანდემიის გამო, 2020 წლის მარტში შემცირდა.

სტრეს-ტესტების მეთოდურ სახელმძღვანელოში მოცემულ სცენარებსა და დაშვებებზე დაყრდნობით კომერციული ბანკები უკვე მე-2 წელია ატარებენ და ეროვნულ ბანკს წარუდგენენ სტრეს-ტესტების შედეგებს. სახელმძღვანელოს პრინციპები ბანკებისაგან მიღებული შედეგებისა და კომენტარების გათვალისწინებით,  განახლდა 

სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელო

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები