ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
„თეგეტა აკადემიას“ არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მიენიჭა
7 დეკემბერი, 2020, 15:39
„თეგეტა აკადემიას“ არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მიენიჭა

თბილისი (GBC) - თეგეტა აკადემიას“ ოფიციალურად მიენიჭა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება, რაც საავტომობილო სფეროში მომუშავე ტექნიკური პერსონალის არაფორმალურად მიღებული განათლების, ცოდნის უნარების შემოწმებას და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემას გულისხმობს. საქართველოში ამ დრომდე არ ხდებოდა საავტომობილო ინდუსტრიაში მიღებული არაფორმალური განათლების აღიარება, 2019 წლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ ეს შესაძლებელი გახდა.  

საქართველოში ბევრი ავტომექანიკოსია, რომელსაც პროფესიის მიხედვით განათლებისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს. დარგში დასაქმებულებს უკვე შეეძლებათ მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და საკუთარი გამოცდილების შესაბამისად არაფორმალური განათლების დადასტურება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი მოითხოვონ.

„თეგეტა აკადემია“ დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის შემოწმებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით უზრუნველყოფს. რაც გულისხმობს, რომ „თეგეტა აკადემიის“ პროფესიონალებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია დაადგენს დაინტერესებული პირის ცოდნის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტებთან და  შესაბამის დოკუმენტს გასცემს.

„თეგეტა აკადემია“ 2017 წელს დაფუძნდა და ერთადერთი კერძო ავტორიზებული პროფესიული კოლეჯია საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც ახორციელებს დუალურ და მოდულურ პროფესიულ პროგრამებს მსუბუქი ავტომობილის შეკეთების მიმართულებით.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები