| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ყველა მხარე იმუშავებს აქტიურად, რათა მივაღწიოთ კარგ შედეგს, თუ ეს შესაძლებელია", - კარლ ჰარცელი ოპოზიცია-პოზიციის კომპრომისში დარწმუნებულია.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას თემებით არ ისპეკულირა რადგან "ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე. ჩემზე არ არის დამოკიდებული, რომ მივიღო გადაწყვეტილებები. ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარლამენტის გახსნამდე ერთი კვირით ადრე. მოლაპარაკება იქნება რთული".
ოპოზიცია, რომლის 4 პუნქტიანი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუიფლებასაც ითვალისწინებს, ვადამდელი არჩევნების ულტიმატუმის შეცვლას არ აპირებს. მე-10 მოწვევის პარლამენტის არჩევნების სამართლიანობაზე, დიმპომატიური ენით, კითხვის ნიშნებს, ვროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოგანაც ელიან. სხდომას პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი გაუძღვება. ბორელამდე, პარტიების მოლაპარაკებაზე ევროკომისარმა, გასულ კვირას პრემიერთან სატელეფონო საუბარშიც აღნიშნა.
უმრავლესობა არჩევნების ლეგიტუმურობაზე კითხვებს უადგილოდ მიიჩნევს. მე-3 რაუნდისთვის "გირჩი" გახლეჩილი შეხვდა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე გირჩის სახელწოდებით თანამოაზრეებთან ერთად პარტიულ საქმიანობის გაგრძელებას აპირებს. ყოფილი თანამოაზრეები კი ჯერაც ვერ გარკვეულან ჯაფარიძე ხუმრობს თუ მათ მართლა ემიჯნება.
მე-3 რაუნდის შეხვედრა აშშ ელჩის რეზიდენციაში იმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss