ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები თანამშრომლებს რეკორდულად შეამცირებენ
4 დეკემბერი, 2020, 10:56
ბანკები თანამშრომლებს რეკორდულად შეამცირებენ

თბილისი (GBC) - ბანკებმა მთელ მსოფლიოში, ბოლო 5 წლის განმავლობაში, რეკორდულად შეამცირეს სამუშაო ადგილები, რაც დარგში კორონავირუსის პანდემიის გამო გამძაფრებულ კრიზისს უკავშირდება, წერს სააგენტო Bloomberg.

ნიდერლანდური ABN Amro Bank NV და ესპანური Banco de Sabadell SA სამსახურიდან 4 600 ადამიანის გაშვებას აპირებენ. ბანკების თანამშრომლების შემცირება ჯამში 85 540 ადამიანს შეეხება. ეს ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც სამსახური ბანკების 91 448 თანამშრომელმა დაკარგა.

კრედიტორები რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების წინაშე აღმოჩნდნენ. ევროპულ ბანკებს დამატებითი პრობლემებიც შეექმნათ, სადაც შრომის დაცვა უფრო მკაცრია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სააგენტოს ცნობით, შემცირებები რამდენიმე წელს გაგრძელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები